მთავარი / სიახლეები / ბუფონი: 2018 წლის შემდეგ ჩემი თამაში საეჭვოა
ბუფონი: 2018 წლის შემდეგ ჩემი თამაში საეჭვოა

ბუფონი: 2018 წლის შემდეგ ჩემი თამაში საეჭვოა

ჯანლუიჯი ბუფონი აცხადებს რომ 2018 წლის  მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მისი კარიერის გაგრძელება საეჭვოა. იუვენტუსისა და იტალიის ლეგენდარული მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის განცხადებით 2018 წლის შემდეგ, 40 წლის ასაკში,  საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

„ეს საკითხი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, თუმცა მე ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვარ. ძალიან მცირე შესაძლებლობაა იმისა რომ მე კიდევ ერთი სეზონი ვითამაშო. ეს მხოლოდ ჩემი და გუნდის პრეზიდენტის ანდრეა ანიელის საქმეა თუმცა არამგონია ეს მოხდეს.” – განაცხადა ლეგენდარულმა მეკარემ მედიასეტთან საუბრისას.

ამ წელს ბუფონი საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის იქნა დასახელებული.

„ამ ათეულში ჩემი ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა რომნ სხვა იმარჯვებს ნომინანტობა მაინც სასიამოვნოა“.

ჯიჯი დონარუმა იტალიის ნაკრებში განიხილება როგორც ბუფონის მემკვიდრე. გაუწევს თუ არა ბუფონი მას რეკომენდაციას იუვენტუსში?

„მე მას რემკომენდაციას ყველა იმ გუნდთან გავუწევ ვისაც მეკარე ჭირდება, ის განსაკუთრებულია, წარმოუდგენელია დონარუმას მსგავსი ფეხბურთელი ვერ შეამჩნიო“ -განაცხადა ბუფონმა.
გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *