მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “იუვეში” ბონუჩი და კიელინი შეუცვლელები არიან”

ბუფონი: “იუვეში” ბონუჩი და კიელინი შეუცვლელები არიან”

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ კომენტარს აკეთებს. ჯიჯიმ ისაუბრა „მანჩესტერთან“ მატჩზე და განსაკუთრებით პოლ პოგბაზე, რომელსაც ოქრო ბიჭი უწოდა.

ამასთან, 41 წლის ლეგენდამ „იუვენტუსზე“ და კერძოდ ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის ტრავმებზე ისაუბრა. ჯიჯის თქმით, ისინი შეუცვლელი ფეხბურთელები არიან:

„ბონუჩი და კიელინი? – ორივე და ასევე ბარძალი „იუვესთვის“ შეუცვლელი ფეხბურთელები არიან. არამხოლოდ იმიტომ, რასაც მოედანზე აკეთებენ.

არსებობს სხვა პატარა დეტალებიც, რომლებიც მნიშვნელოვანია. ცხადია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ გამოჯანმრთელება მოასწრონ, რადგან ფასდაუდებელი ფეხბურთელები არიან.

თუმცა, ყველა შემთხვევაში მათი შემცვლელებისთვის ეს შანსი იქნება და ხელმძღვანელობა მათ ნდობას უცხადებს. „იუვენტუსში“ ყველა ფეხბურთელი უმაღლესი დონისაა“, – განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის თქმით, ბონუჩი და კიელინი გუნდს მომდევნო კვირაში დაუბრუნებიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …