მთავარი / სიახლეები / ბონუჩისთან დაპირისპირების თაობაზე დანი ალვეშმა კომენტარი გააკეთა
ბონუჩისთან დაპირისპირების თაობაზე დანი ალვეშმა კომენტარი გააკეთა

ბონუჩისთან დაპირისპირების თაობაზე დანი ალვეშმა კომენტარი გააკეთა

იტალიური ფეხბურთის ფლაგმანის გარშემო აგორებული აჟიოტაჟი არ ცხრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკონერის ხელმძღვანელობამ გუნდიდან ორი ეკალი დანი ალვეში და ლეონარდო ბონუჩი განზრახ მოკვეთა. არაერთი მედია საშუალების მტკიცებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შესვენების დროს, “ბებერი ქალბატონის” გასახდელში სრული ქაოსი სუფევდა, რომლის შემოქმედებიც ალვეში და ბონუჩი იყვნენ.

გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, სიტუაცია კიდევ უფრო ჩახლართა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მარიო მანჯუკიჩს სპეციალური განცხადების გამოქვეყნება მოუწია, რომელშიც აღნიშნა, რომ პრესაში გავრცელებული სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება და მას არ ეკუთვნის.

“ჩემი სახელით ადამიანებს პოპულარობა სურთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ამ ისტორიას რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს!”.

აღნიშნულ სიტუაციას შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა დანი ალვეში:

“ცნობისათვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ მე და ბონუჩი ერთად ვიყავით და განვიცდიდით. დილის 6 საათამდე ერთად ვიყავით. ასე რომ, როდესაც არ იცით რა ხდება – სისულელეებს ნუ ავრცელებთ.”

წყარო: სარბიელი

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …