მთავარი / სიახლეები / ლეონარდო ბონუჩი: “მინდა “იუვეს” მწვრთნელი გავხდე”
ბონუჩი: "მინდა "იუვეს" მწვრთნელი გავხდე"

ლეონარდო ბონუჩი: “მინდა “იუვეს” მწვრთნელი გავხდე”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ Corriere Dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.

ლეონარდოს განცხადებით, კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს და ოცნებობს, რომ „იუვენტუსი“ გაწვრთნას:

„იუვენტუსის“ დატოვება რთული არჩევანი იყო, რომელიც აღშფოთების ნიადაგზე მივიღე. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ განრისხება გვაიძულებს არასწორი არჩევანის გაკეთებას. ფაქტია, “მილანში” გადასვლა ჩემი კარიერის მთავარი შეცდომა იყო.

ის, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მოხდა, სიამაყის საფუძველს მაძლევს. მხოლოდ აქ, ამ მაისურით შემიძლია გამოვხატო ჩემი პოტენციალი, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.

„იუვე“ ოჯახია. როდესაც დავბრუნდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არასდროს წავსულვარ. ყველა, პრეზიდენტიდან დაწყებული უბრალო თანამშრომლით დასრულებული, თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. აქ არის მენტალიტეტი, რომელიც ყველა მიზნის მიღწევისკენ არის მიმართული.

ჩემი ოცნებაა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ დიდი გუნდის მწვრთნელი გავხდე, სასურველია ეს „იუვე“ იყოს. ამიტომაც, მე მავკვირდები ყველა მწვრთნელს და ვცდილობ საიდუმლოების შესწავლას.

ალეგრი? – ხდება დისკუსია, თუნდაც მწვავე. თუმცა, ჭკვიანი და მოწიფული ადამიანები ერთმანეთს ხელს ართმევენ და წინ მიდიან. ყველა მწვრთნელი ჭკვიანია და ეს საშუალებას აძლევთ, რომ გასახდელში სიტუაცია მართონ. ასევეა „იუვენტუსშიც“.

თამაში, რომლის მეხსიერებიდან წაშლა მსურს, ორი ფინალიდან ერთ-ერთია. კერძოდ, კარდიფის. გვჯეროდა, მაგრამ ყველაფერი საშინლად დასრულდა. კრიშტიანუს ყიდვით ხელმძღვანელობამ რევოლუცია მოახდინა და შეგვიძლია ევროპაში გამორჩეული ორი-სამი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლა და ოცნების ახდენა.

აშკარაა, რომ კრიშტიანუს მოსვლით ეს ოცნება უფრო რეალისტური და სარწმუნო გახდა. თუმცა, ფეხბურთში იღბალიც საჭიროა. ახლა ჩვენ მივდივართ ჩემპიონთა ლიგის თასისკენ, რომ მოვიპოვოთ 20 წლის შემდეგ.

პორტუგალიელი თავმდაბალი ბიჭია, ყველასთან გახსნილი. როდესაც ვხედავ ასეთ ფეხბურთელს ვარჯიშზე, როგორი ინტესივობით ვარჯიშობს და სურვილით… და ამას აკეთებს მას შემდეგ, რაც „ოქროს ბურთი“ ხუთჯერ მოიგო, მხოლოდ და მხოლოდ იმის სურილი გრჩება, რომ მიბაძო.

თავიდან უცნაური შეგრძნება მქონდა. გასახდელში ახალ ადგილზე ვიყავი, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ გუნდი არასდროს დამიტოვებია. ეს სტადიონი, ეს გუნდი, ეს ქალაქი ჩემი სახლია. ყველა მოგზაურობა დაბრუნებით სრულდება. და მე დავბრუნდი. იგივე სახეები დავინახე, იგივე ჩახუტება, იგივე ადგილები. და შესანიშნავია გასახდელში ისევ მოხვედრა, ბარძალისა და კიელინის გვერდით თამაში.

რას ნიშნავს BBC? – მეგობრობას, გამოცდილებას, პროფესიონალურ და ადამიანურ ჰარმონიას. ბოლო წლებში ერთად ვთამაშობთ, ერთად ვიმარჯვებთ, ერთად ვცხოვრობთ. ჩვენ სამნი და ძლიერი B, რომელიც უნდა დაგვემატოს. ის დიდი ჯიჯი ბუფონია.

ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგ მითამაშია, ცალსახად კრიშტიანუ რონალდუა. როდესაც მის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ჩვენს დაცვას ყოველთვის პრობლემები შეექმნა. როდესაც „მილანში“ თამაშობდა, იბრაჰიმოვიჩის შეჩერებაც რთული იყო. შვედი ძლიერი, ტექნიკური გახლდათ. ასევე უნდა გამოვყო ეტო’ო, მილიტო და იკარდი.

მცველები? – იტალიელ მცველებში ბოლო წლებში რომანიოლი ძალიან გაიზარდა. მას უკვე დიდი გამოცდილება აქვს. შემდეგ რუგანი, რომელიც შეიძლება იტალიის ნაკრებში რომანიოლის იდეალური მეწყვილე იყოს. ან რომანია, რომელიც „იუვენტუსში“ გახლდთ. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს“, – განაცხადა ბონუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ანდრეა ანიელი: რონალდუ სუპერგმირია

ანდრეა ანიელი: რონალდუ სუპერგმირია

იუვენტუსის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კრიშტიანუ რონალდუს სუპერგმირი უწოდა. “ჩვენ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. გარდა ამისა კრიშტიანუ …