მთავარი / ბლოგი / ბონუჩი – იდეალური მამა და მამაკაცი
ბონუჩი - იდეალური მამა და მამაკაცი

ბონუჩი – იდეალური მამა და მამაკაცი

ევრო 2016-ის შემდეგ, ლეონარდო ბონუჩი პატარა და წყნარ ესპანურ კუნძულზე – ფორმენტერაზე ისვენებდა. თუმცა მას ყოველდღიურად აღელვებდა უმცროსი შვილის, მატეოს მდგომარეობა. ბავშვი დღითი დღე ფითრდებოდა, არ იყო აქტიური და თითქმის აღარ იღმებოდა. ლეონარდო და მისი მეუღლე მარტინა ფიქრობდნენ, რომ ეს მოგზაურობამდე სამი კვირით ადრე ჩატარებული თიაქარის ოპერაციის ბრალი იქნებოდა. თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, წვილმა დასვენება შეწყვიტა და სახლში დაბრუნდა.

როგორც აღმოჩნდა ეს საქციელი, სწორედაც რომ დროული და აუცილებელი იყო. გამოკვლევებზე მიყვანილ პატარა მატეოს, მწვავე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაცია, რომელიც მეორე დღესვე უნდა ჩატარებულიყო. ოპერაციამ 8 საათს გასტანა.

მთელი ეს პერიოდი ბონუჩიმ მეუღლესთან ერთად, საავადმყოფოს დერეფანში გაატარა. მატეოს საყვარელი სათამაშო თეთრი დათვიც იქ ჰყავდათ მიყვანილი.

„საოპერაციოში შეყვანამდე, მატეომ ლომივით დაიღრიალა. ასე ცდილობდა ჩვენს გამხნევებას“ – იხსნებედა ლეონარდო ბონუჩი და ცრემლს ვერ იკავებდა. „ვიჯექი კუთხეში და ღმერთს ვევედრებოდი: ყველაფერი თქვენი ნებაა, მაგრამ გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ის მხოლოდ ბავშვია“.

ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ოპერაციიდან 13 დღის შემდეგ მატეო სახლში დაბრუნდა, მაგრამ ბონუჩი ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა აზრზე. თითქმის ერთი თვის განმავლობაში მას არ ჰქონდა თამაშის სურვილი და კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა.

„სერიოზულად ვფიქრობდი, რომ დამემთავრებინა. ოდნავი სურვილიც არ მქონდა მეთამაშა. მხოლოდ ჩემი მეუღლის თანადგომამ მიშველა“.

რა თქმა უნდა ასეთ რთულ პერიოდში ჩაიშალა ყველა შესაძლო სატრანსფერო მოლაპარაკება. ზაფხულის დასაწყისში ლეოს ხან „მანჩესტერ იუნაიტედში“ ხან „ჩელსიში“ უშვებდნენ, იყო საუბრები ხოსეპ გვარდიოლას დაინტერესების შესახებ. თუმცა ლეო დარჩა იქ სადაც ესმოდათ მისი მდგომარეობის.

ლეოს მხარდაჭერა, მთავარმა კონკურენტებმაც კი გამოუცხადეს. ლაციო, რომა, ნაპოლი.

„ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა, მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები, როდესაც საქმე პატარა ბავშვის სიცოცხლეს ეხება, ყველაფერი უკანა პლანზე გადადის. „წინ მატეო! წინ ბონუჩი! ნაპოლი თქვენთან არის! – მსგავსი შინაარსის ტექსტებს წერდნენ ნაპოლის ტიფოზები ფეისბუქში.

სეზონის ბოლოს იუვენტუსმა მორიგი ჩემპიონობა იზემა. ლეოს ორივე შვილი სტადიონზე გავიდა და მამასთან ერთად ზეიმობდა. ცერემონიის მთავარი მომენტი კი იყო ის, რომ ბონუჩიმ თავის ოქროს მედალი, სეზონის მთავარ გმირს მატეოს გადასცა.

„ჩვენ ხშირად ვეუბნებით: მარტეო შენ ჩვენი ჩემპიონი ხარ, შენ ყველაზე რთული მატჩი მოიგე“ – ამბობს ბონუჩი.

ლორენცოსთან დაკავშირებით კი სულ სხვა ისტორიაა. იუვენტუს სტედიუმზე ის ცრელმლებით გამოვიდა. ბონუჩის უფროსი შვილი, უკვე რამდენიმე წელია „ტორინოს“ ფანია და პრინციპული მეტოქის მაისურის ჩაცმა არ სურდა. ზუსტად ამიტომ არ ჰქონდა მას იუვენტუსის სახელობითი მაისური. მას უბრალო მაისური ეცვა, რომელსაც ზურგზე პიანიჩი ეწერა.

„მის გარშემო ყველა ტორინოს გულშემატკივარია. მისი საუკეთესო მეგობარი ჯაკომო კი უბრალოდ გიჟდება ამ გუნდზე“ – ამბობს ბონუჩის მეუღლე მარტინა მაცარი.

სახლში ლორენცო „ტორინოს“ მაისურით დადის და ანდრეა ბელოტის ნაჩუქარი კეპით ძინავს. ბონუჩი სტადიონზეც დადის და სანამ მისი შვილი გულანთებული გულშემატკივრობს, უემოციოდ აკვირდება მოწინააღმდეგის თამაშს. არასტანდარტული სიტუაციაა, იუვენტუსის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელისთვის, მაგრამ ლეოს ეს არ აინტერესებს.

„იმ მოთმინებისთვის რაც ლორენცომ იუვენტუსის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოავლინა, მამამ საჩუქრად ანდრეა ბელოტისთან ვახშამი მოუწყო.

როდესაც ასეთი მამა გყავს, ბავშვობა ბედნიერია.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ყველა გზა რომში მიდის…

ერთხელ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ბავშვობიდან რომას გულშემატკივარია, ისეთი რამ მითხრა რაც არასდროს დამავიწყდება. “როდესაც ვინმე …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *