მთავარი / სიახლეები / ბოლო დროის ბესტსელერი – აჯაფსანდალი, იგივე პოლ პოგბა
ბესტსელერი - პოლ პოგბა

ბოლო დროის ბესტსელერი – აჯაფსანდალი, იგივე პოლ პოგბა

გაზეთების პირველი ყდის უცვლელი ინფორმაცია – პოლ ლაბილე პოგბა. 

ალბათ ყველა შეწუხდით პოლ პოგბას სახელის გაგონებით, მაგრამ რას ვიზავთ. ეს არის ჟურნალისტების მოვალეობაც – გააბუქონ, იწინასწარმეტყველონ, ჭორები დაყარონ და ა.შ. სულ რამდენიმე წუთით გადავხედოთ თუ რა ხდება “შავი ოქროს” თავს.

სამეფო გუნდი, იგივე მადრიდის რეალი.

სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში პოგბა თითქოს და დაბლოკილი ვერსია იყო სხვა გუნდებისთვის, მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ კონტაქტზე “რეალ” მადრიდის პრეზიდენტი, პერესი გამოვიდა. ესპანელები “იუვეს” 10-იანში 80 მილიონ ევროს იხდიდნენ – მაროტამ გაიცინა და ტრანსფერი კვლავ დახურა. შემდეგ იყო ინფორმაცია 80 მლნ + ტონი კროოსი, რაც საბოლოო ჯამში არ დადასტურდა. – ასე დაემშვიდობა მადრიდის ” რეალი ” პოგბას.

კატალონიური სილამაზე, იგივე ბარსელონა. 

ლუის ენრიკეს ერადერთი მოთხოვნა პოლ პოგბა იყო, კატალონიელები ეცადნენ მაროტასთან დაკავშირებას, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ. ჟურნალისტები კი კვლავ ჯიუტად ცდილობდნენ პოგბას “ბარსაში” გაშვებას. რას არ იგობნებდნენ- მესის პოლის კუმირობასაც კი აბრალებდნენ, მაგრამ მეორე ესპანური გრანდი მალევე გაქრა ჰორიზონტიდან.

ავტობუსს + ავტობუსი = კონტეს ჩელსს. 

როგორც კი დადასტურდა კონტეს “ჩელსიში” მწვრთნელად დანიშვნა, მაშინვე ატყდა აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ კონტე პოგბას წაიყვანდა, მიაყოლებდა ბონუჩის და კიელინის. მაგრამ სულ ორმა დღემ გაუძლო ამ სისულელეს და მალევე მიწყნარდა სიტუაცია. თუმცა ამ ბოლო ხანებში კიდევ აფორიაქდა გაზეთები იმის შესახებ, რომ აბრამოვიჩი 90 მილიონს გადაიხდიდა პოგბაში, რაზეც მაროტამ კიდევ ერთხელ გაიცინა და სპაგეტი შესრუტა.

გუნდი, რომელიც უფასოდ უშვებს ფეხბურთელებს და შემდეგ 120 მილიონად იბრუნებს – მანჩესტერ ” იუნაიტედი” 

აქ საქმე უკვე სერიოზულადაა, თითქოს ფრანგის ტრანსფერი საბოლოოდ დაიბლოკა, ისევე როგორც ბონუჩის, მაგრამ 2 დღის წინ ინგლისურმა პრესამ დაიწყო წერა, იმის შესახებ, რომ პოგბა მანჩესტერში დაბრუნდებოდა. პოგბა კი დუმდა და ხმას არ იღებდა ( ისევე როგორც იგუაინი ). მინო რაიოლა კი თავის თავს არ ღალატობდა და დღეში ორ რადიკალურად განსხვავებულ კომენტარებს აკეთებდა : დილით მანჩესტერში უშვებდა პოლს, საღამოს ამ ყველაფერს სისუელელდ რაცხავდა. დაახლოებით 10 საათის წინ კი გააკეთა კომენტარი, რომ მისი მანჩესტერში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია იყო Bull*hit(ალბათ თარმგნა არ გჭირდებათ).

დღევანდელი დღე ყველაზე დაძაბული იყო ამ მხრივ, როგორც ფრანგული, ინგლისური, იტალიური ასევე ესპანური გაზეთებიც გადაიჭედა პოგბას სურთებით, ყველა ერთხმად უშვებდა “იუვენტუსის” 10-იანს მანჩესტერში. ამ ინფორმაციებში ერთი რამ იცვლებოდა მხოლოდ – თანხა. დილით პოგბას ფასი 100 მლნ იყო, შუადღეს ეს თანხა 110 ზე ავიდა ხოლო ამ წუთას 120 მილიონი ღირს ( ზეგ ალბათ 200 მილიონადაც გავყიდით). მაროტას მხოლოდ 1 ფაქტი ადარდებს , აიღოს პოგბასგან რაც შეიძლება მეტი ფული. შენიშვნა:  კონტრაქტის მიხედვით გადახდილი თანხის 20%, თანაბრად უნდა გაინაწილონ რაიოლამ და პოგბამ. 

დაახლოებით 9 საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოგბა დათანხმდა მანჩესტერთლა შეთავაზებას ( წელიწადში 13 მლნ). 1 საათი წინ კი ერთბაშად ძალიან ბევრი ინფორმაცია წავიკითხე რო ხვალ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდებოდა, მაგრამ სულ რაღაც 30 წუთის წინ მაროტა გამოდის და იძახის, რომ მანჩესტერთან არანარი მოლაპარაკება არ ყოფილა და იუვეს 10 ნომერი კიდევ ითამაშებს ტურინში.

ერთი სიტყვით – აჯაფსანდალის გაყიდვა გრძელდება.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *