მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “იუვეში” თამაში პრივილეგია და საამაყოა”

ბერნარდესკი: “იუვეში” თამაში პრივილეგია და საამაყოა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ უეფას ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. იტალიელმა ფეხბურთელმა ისაუბრა „აიაქსზე“, „ატლეტიკოსთან“ მატჩზე და „იუვენტუსში“ თამაშზე.

„აიაქსი“ – ეს არის ახალგაზდული გუნდი, რომელიც სავსეა ნიჭიერი ფეხბურთელებით. ძალიან ძლიერები და დიდი სპორტსმენები არიან, ამიტომ მთა წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ეს ჩემპიონთა ლიგაა, არცერთი გუნდი არაფერს გაჩუქებს, შესაბამისად, ორი დიდი თამაში უნდა ჩავატაროთ, რომ ის შედეგი მივიღოთ, რომელიც გვსურს. რაც მადრიდში „აიაქსმა“ გააკეთა, ეს სიურპრიზი იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაა და ყველას შეუძლია ყველას დამარცხება. საჩუქრები არ არსებობს, ყველა თამაში ბრძოლაა. ჩვენ ბოლომდე გასვლა გვსურს და ამიტომ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ, ძალიან შორს ყურება არ იქნება კარგი.

„ატლეტიკო“ – ვიცოდით, რომ შეგვეძლი ქამ-ბექი. ამისთვის ვემზადებოდით მშვიდად, დაძაბულობის გარეშე. შესანიშნავი საღამო იყო, ყველამ მაქსიმუმი გავაკეთეთ, ნამდვილად იდეალური საღამო გახლდათ, უბრალოდ ბრწყინვალე. ვამაყობ, რომ „იუვენტუსის“ ისტორიის ამ პატარა ნაწილის ერთ-ერთი შემოქმედი ვარ.  თუმცა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ მეტი ისტორია გვაქვს დასაწერი. ახლა მეოთხედფინალში „აიაქსთან“ თამაში გვაქვს და ეს დიდი გამოწვევაა. ვეცდებით, რომ ტიფოზებს ლამაზი საღამო კიდევ ერთხელ მოვუწყოთ. ასეთი საღამოები დაუვწიყარია.

„იუვენტუსში“ თამაში – ეს მართლაც ბრწყინვალე და საინტერესოა. უდაოდ ზეწოლა არსებობს, მაგრამ დადებითია, რომელიც მეხმარება ჩემი საუკეთესოს ჩვენებაში. ასეთი დიდი გუნდი ნაწილი იყო წლების განმავლობაში პრივილეგიაა, სიამაყეა და აქ ყოფნით ვამაყობ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი მენტალური ძალა უფრო მაღალია, ვიდრე ტექნიკური და ფიზიკუი თვისებები. ეს მაძლევს პატარა უპირატესობას, რომ მიზნებს მივაღწიო. კარიერის უმეტესი წლები წინ მაქვს და ბევრ რამეს ვიმედოვნებ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად მსურს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …