მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი “იუვენტუსს” უახლოვდება

ბერნარდესკი “იუვენტუსს” უახლოვდება

დილით იტალიურ პრესაში მორიგი სიახლეები გაჩნდა ფედერიკო ბერნარდესკის “იუვენტუსში” ტრანსფერთან დაკავშირებით.

Corriere Dello Sport წერდა რომ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით გადამწყვეტი დღეები და შეიძლება ითქვას გადამწყვეტი საათები დგას, ხოლო Tuttosport კი აცხადებს რომ ნიჭიერი იტალიელი შემტევი მზადაა ამერიკულ ტურნეში გაყვეს ტურინულ გრანდს.

პირველი მატჩი შავ–თეთრებს 23 ივლისს აქვთ “ბარსელონას” წინააღმდეგ და თუკი “ფიორენტინას” ათიანის ხილვა უკვე ამ მატჩისთვის სურთ საკუთარ რიგებში, მაშინ ამ გაწელილი სატრანსფერო საგას დასასრულს უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.

ცოტა ხნის წინ კი “იების” მთავარი მწვრთვნელის სტეფანო პიოლის მოკლე კომენტარი გამოქვეყნდა არსებულ თემასთან დაკავშირებით:

“გასული სეზონის მიწურულს ხელმძღვანელობამ უკვე იცოდა რომ რამოდენიმე მოთამაშე დაგვტოვებდა, მათ შორის არის ბერნარდესკიც, მაგრამ ამის მიუხედავად გუნდი განაგრძნობს განვითარებას” – განაცხადა  51 წლის გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც გასულ სეზონში მილანის “ინტერს” ხელმძღვანელობდა, მაგრამ იგი დაითხოვეს და ახლა “იისფრებს” ჩაუდგა სათავეში.

როგორც ხედავთ ფლორენციაში ყველა შეგუებულია იმ ფაქტს რომ მათი აღზრდილი ახალგაზრდა ტალანტი გუნდს დატოვებს, უშუალოდ “არტემიო ფრანკის” სტადიონთან ფეხბურთელის შეურაცმხყოფელი ბანერებიც გამოჩნდა.

ყველა ამ ფაქტიდან და ინფორმაციიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ რომ ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც სერია A ში 111 მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა და იტალიის ასაკობრივ და ძირითად ნაკრებშიც მოახერხა თავის გამოჩენა, სულ მალე “იუვენტუსის” ოჯახის წევრი გახდება.

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …