მთავარი / სიახლეები / ბებერი ქალბატონი ვირხილ ვან დეიკისთვის იბრძოლებს
ბებერი ქალბატონი ვირხილ ვან დეიკისთვის იბრძოლებს

ბებერი ქალბატონი ვირხილ ვან დეიკისთვის იბრძოლებს

ევროპული მედია საშუალებების მტკიცებით, “იუვენტუსი” ვირხილ ვან დეიკისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში ჩაერთო.

მას შემდეგ რაც ტურინელთა რიგები ლეონარდო ბონუჩიმ დატოვა, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას გუნდში კვალიფიციური ცენტრალური მცველის მოყვანა სურს.

ვან დეიკის შესაძენად უკვე იბრძვიან პრემიერლიგის გრანდები, ერთ ერთმა მათგანმა (ლივერპული) განსაკუთრებით ზედმეტიც კი მოინდომა და ამისათვის შესაძლოა დაისაჯოს. “ჩელსის” და “მანჩესტერ სიტის” ამჯერად “იუვენტუსი” შეუერთდა.

ვირხილ ვან დეიკმა უკვე გამოთქვა კლუბის დატოვების სურვილი. ტურინელები, ჰოლანდიელ უკანახაზელს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის და სკუდეტოს მოგების შესაძლებლობას სთავაზობენ. გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსი” მზადაა £60-70 მილიონი გადაიხადოს ვან დეიკის სანაცვლოდ.

წყარო: სარბიელი

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …