მთავარი / სიახლეები / ბარსელონა: “მასკერანო არ იყიდება”

ბარსელონა: “მასკერანო არ იყიდება”

ესპანური ჟურნალები “ბარსელონას” წარმომადგენლების სიტყვებს ციტირებენ, რომ “იუვენტუსის” სატრანსფერო სამიზნე “არ იყიდება”.

გამოცემები წერდნენ, რომ არგენტინელი ნახევარმცველი, რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია ასპარეზობა “ბებერ ქალბატონთან” უკვე მოაგვარა კონტრაქტის დეტალები, თუმცა ორ კლუბს შორის შეთანხმება არ მიღწეულა, ტურინელი გიგანტები სავარაუდოდ 30 მილიონი ევროს გადასახდელად  არიან მზად 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ.

“ბარსელონას” გენერალურმა დირექტორმა  დღეს ღიად დააფიქსირა მისი აზრი.

“მასკერანო არ იყიდება. იგი სატრანსფერო ბაზარზე არ გამოჩნდება”.

მასკერანოს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, ხოლო გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო სახელდება, რასაც “ბებერი ქალბატონი” ფინანსურად ვერ შეწვდება.

წყარო: Football-Italia

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *