მთავარი / Levan Mateshvili

Levan Mateshvili

“იუვენტუსმა” მატუიდის ალტერნატივა პორტუგალიაში იპოვა

ევროპული მედია საშუალებების მტკიცებით, ბიანკონერი აქტიურად ცდილობს “პარი სენ ჟერმენის” ნახევარცმველის ბლიზ მატუიდის შეძენას. მაგრამ მატუიდი ერთადერთი ნახევარმცველი არაა, რომელიც სერია ა-ს გრანდს დაუკავშირეს. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ბებერი ქალბატონი “პსჟ”-ს ფეხბურთელს ვერ შეიძენს, უილიამ კარვალიოს შეძენას შეეცდება. ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელი “სპორტინგის” აკადემიის აღზრდილია, კარვალიომ უკვე დაიმკვირდა ლისაბონური გუნდის …

სრულად წაკითხვა »

რატომ განაცხადა უარი ფედერიკო ბერნანდესკიმ 10 ნომრიან მაისურზე?

ფედერიკო ბერნანდესკის 10 ნომრიანი მაისურის მორგების იდეალური შანსი ჰქონდა. ნომერი, რომელსაც მიშელ პლატინი, რობერტო ბაჯო და ალესანდრო დელ პიერო ატარებდნენ კვლავ თავისუფალია და “იუვენტუსის” მორიგ ლეგენდას ელის. ახალწვეულმა კი საკუთარი ნებით განაცხადა უარი 10 ნომრიანი მაისურის მორგებაზე და 33 ნომერი აირჩია. ფედერიკო ბერნანდესკის მტკიცებით, იგი ვერასდროს ვერ შეედრება ლეგენდარულ რობერტო …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდროს სანაცვლოდ “ჩელსიმ” €68 მილიონი გაამზადა

მიუხედავად იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ალექს სანდრო “იუვენტუსში”დარჩენას გეგმავს, ანტონიო კონტე ბიანკონერის მცველს არ ეშვება. ტურინელებმა უკვე დაბლოკეს არისტოკრტთა რამდენიმე წინადადება, მაგრამ The Times-ის და The Sun-ის მტკიცებით, “ჩელსი” გაუმჯობესებულ €68 მილიონიან შეთავაზებას ამზადებს. “იუვენტუსის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ალექს სანდროს შენარჩუნება მანამდე სურთ, სანამ თავად ფეხბურთელი არ …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: ბერნარდესკი „იუვენტუსელია“

ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი დღეიდან ოფიციალურად გახდა – ფეხბურთელმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ფლორენციის „ფიორენტინადან“ 40 მილიონ ევროდ გადაბარგებული 23 წლის შემტევი ტურინში 2022 წლამდე დარჩება. ბერნარდესკის წლიური ანაზღაურება სეზონში 5 მილიონი ევრო იქნება. ფლორენციელების მოთხოვნით კონტრაქტში ერთი განსაკუთრებული პირობა ჩაიდო – ყოფილი კლუბი 40 მილიონის გარდა დამატებით კიდევ …

სრულად წაკითხვა »

გონსალო იგუაინი ლეონარდო ბონუჩის გადაემტერა

გონსალო იგუაინს სჯერა, რომ ბიანკონერი მომავალ სეზონშიც შეძლებს წარმატების მიღწევას და სკუდეტოს მოპოვებას, ლეონარდო ბონუჩის კი დაპირდა, რომ გოლს აუცილებლად გაუტანს. ამერიკული ტურნეს დროს, არგენტინელი ვარსკვლავი რეპორტიორებს ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერზე და მომავალი სეზონის მოლოდინზე ესაუბრა. გონსალო იგუაინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები გაძლიერდნენ “იუვენტუსი” კვლავ ფავორიტია. “მრავალი წლის მანძილზე ლეონარდო …

სრულად წაკითხვა »

დე როსი: “იუვენტუსს” სუსტი მხარე არ გააჩნია, მაგრამ…

ჯალოროსის ლიდერი “იუვენტუსზე” საუბრობს და სკუდეტოსათვის ბრძოლის შანსებს აფასებს. რომაელებმა იტალიის ჩემპიონობა უკანასკნელად 2001 წელს იზეიმეს, თუმცა დანიელე დე როსიმ კლუბთან კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი და იმედოვნებს, რომ ტიტულის მოპოვებას შეძლებს. ფრანჩესკო ტოტის მემკვიდრე აღნიშნავს, რომ ბიანკონერის სუსტი მხარე არ გააჩნია, მაგრამ “რომა” ყველა ღონეს იხმარს, რათა სკუდეტოს მოპოვება …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: მოღალატე არ ვარ!

ბიანკონერის ყოფილმა ვარსკვლავმა საკუთარი პოზიციის დაცვა სცადა. €42 მილიონის სანაცვლოდ, ლეონარდო ბონუჩი “მილანის” ფეხბურთელი გახდა, რის გამოც “იუვენტუსის” გულშემატკივართა რისხვა დაიმსახურა. თუმცა 30 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას არავისთვის უღალატია. “ცხოვრება ასეთია. როდესაც 7 წლის მანძილზე გუნდის წევრი ხარ, გსურს ისე წახვიდე, რომ შენს უკან მოგონებები დარჩეს. თუმცა გასული …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრის პაულო დიბალას დაკარგვის არ ეშინია

ამერიკული ტურნეს ფარგლებში “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე, მასიმილიანო ალეგრიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გაავრცელა. ბიანკონერის მთავარმა მწვრთნელმა ყურადღება სატრანსფერო პოლიტიკაზე გაამახვილა. “ბებერმა ქალბატონმა” ლეონარდო ბონუჩი გაყიდა, თუმცა კლუბს ისეთი ფეხბურთელები შეუერთდნენ, როგორიცაა: მატია დე შილიო, დუგლას კოშტა, ვოიცეხ შესნი და ფედერიკო ბერნანდესკი. ევროპული მედია საშუალებები აქტიურად იუწყებიან, რომ იმ შემთხვევაში …

სრულად წაკითხვა »

ლეონარდო ბონუჩიმ “იუვენტუსის” დატოვების მიზეზი დაასახელა

30 წლის იტალიელმა უკანახაზელმა, ლეონარდო ბონუჩიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა თუ რატომ დატოვა ბიანკონერი და შეუერთდა “მილანს”. ლეონარდო ბონუჩის მტკიცებით, იგი თავს მნიშვნელოვან ფიგურად ვეღარ გრძნობდა და “იუვენტუსში” საკუთარ ადგილს ვეღარ ხედავდა. La Gazzetta dello Sport-თან საუბარში ბონუჩიმ აღნიშნა: “გასული წლების მანძილზე მუდმივად დისკუსიის ქონაში უცნაური არაფერია, გამომდინარე იქიდან რომ პირდაპირი …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო ბერნანდესკის თაობაზე ბიანკონერი “ფიორენტინას” შეუთანხმდა

€40 მილიონის სანაცვლოდ “ფიორენტინას” ფეხბურთელი “იუვენტუსის” მაისურს მოირგებს. გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსსა” და “ფიორენტინას” შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ორმა კლუბმა ფედერიკო ბერნანდესკის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, €40 მილიონის სანაცვლოდ ბერნანდესკი “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება. იმ შემთხვევაში თუ ბიანკონერი სამომავლოდ ბერნანდესკის გაყიდის, “ფიორენტინა” ტრანსფერის 10% …

სრულად წაკითხვა »