მთავარი / Giorgi Kheladze (გვერდი 2)

Giorgi Kheladze

დე ლიხტის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველის მატიას დე ლიხტის სამედიცინო გამოკვლევამ დადებითი პასუხი აჩვენა და ნიდერლანდელს ტრავმა არ აქვს. თუმცა, ჯერჯერობით მაინც უცნობია, ითამაშებს თუ არა ის „ზენიტთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში. დე ლიხტს კუნთის გადაღლილობის გამო „რომასთან“ არ უთამაშია, მაგრამ კვირას წინ არის „ინტერთან“ მატჩი და შესაძლოა მასიმილიანო ალეგრიმ არ გარისკოს. იტალიელი სპეციალისტი …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო: “ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი თამაშის ჩატარება”

ტურინის „იუვენტუსმა“ „რომა“ 1:0 დაამარცხა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო მატია დე შილიო იყო, რომელმაც მართლაც კარგად ითამაშა. იტალიელმა მცველმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მიზანი სკუდეტოს მოგებაა და სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. „ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარი მიზანი იყო, იქიდან გაგვეგრძელებინა, სადაც სანაკრებო პაუზის …

სრულად წაკითხვა »

კინი: “მთავარია გოლი გავიდა, როგორ გავიტანე მნიშვნელობა არ აქვს”

ტურინის „იუვენტუსმა“ „რომა“ მოიზე კინის დაამარცხა და მატჩის შემდეგ იტალიელმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მთავარი გამარჯვების მოპოვება იყო და მზადაა გუნდის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთოს. „ბურთი კარში შევიდა და მთავარი ეს იყო. დღეს გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება იყო მნიშვნელოვანი. ეს კარგად გავაკეთეთ. შემიძლია ყველგან ვითამაშოთ, ყოველთვის ვარ მწვრთნელისთვის …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კარგია, რომ ზედიზედ მესამე მატჩია გოლს არ ვუშვებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, მეტოქემ ფრე დაიმსახურა, მაგრამ კმაყოფილია, რომ მოიგეს და განსაკუთრებით ზედიზედ მესამე გოლგაუშვებელი თამაშის გამო. „1:0 არ არის ჩემი საყვარელი ანგარიში, მაგრამ კარგი შედეგია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მესამე თამაშია გოლი არ გაგვიშვია. ვითამაშეთ „რომას“ წინააღმდეგ, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “რომა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „რომა“ მოიზე კინის გოლით დაამარცხა (1:0) და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 7 – მან დაიბრუნა სიმშვიდე და „იუვესთვის“ ფუნდამენტური გახდა. ვერეტუს წინააღმდეგ მოგერიებული პენალტი გოლის ტოლფასი იყო. დანილო 6 – ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იძულებული იყო ზეგანაკვეთურად ემუშავა, ის არ …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” სერია A-ში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მერვე ტურში „რომას“ დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ისევ მეორე ნომრად ითამაშა და ჩანაფიქრმა გაამართლა. ზედიზედ მესამე გამარჯვება ერთნაირი ანგარიშით – 1:0. ამჯერად, მატჩის ბედი მოიზე კინის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მე-16 წუთზე გაიტანა. მარცხენა ფლანგიდან მატია დე შილიომ ჩააწოდა, იქ ყველას როდრიგო …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი ტრავმის გამო “რომასთან” ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი ტრავმირებულია და „რომასთან“ ვერ ითამაშებს. გუშინ მაქს ალეგრიმ თქვა, რომ დე ლიხტი კარგად იყო და სათამაშოდ მზად იყო, რადგან სანაკრებო პაუზის დროს, ნიდერლანდების ნაკრებში ლუის ვან გაალმა ის საერთოდ არ ათამაშა და თადარიგში დატოვა. თუმცა, დე ლიხტი „რომასთან“ მატჩის განაცხადში მოულოდნელად ვერ მოხვდა. გავრცელებული …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “რომასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მერვე ტურში „რომას“ უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ცნობილია, რომელშიც დაბრუნდა ალვარო მორატა, რომელსაც ტრავმის გამო 3 კვირა გაუცდა. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, კიელინი, დანილო, კუადრადო, ალექს სანდრო, პელეგრინი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, ბერნარდესკი, კიეზა, ლოკატელი, ბენტანკური, კულუშევსკი თავდამსხმელები: მორატა, კინი, …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზა – “იუვენტუსის” სექტემბრის MVP

ტურინის „იუვენტუსის“ საუკეთესო ფეხბურთელად სექტემბერში ფედერიკო კიეზა დასახელდა. გულშემატკივრებმა ყველაზე მეტი ხმა 23 წლის შემტევს მისცეს და მას პრიზი „რომასთან“ შეხვედრის დაწყებამდე გადაეცემა. კიეზამ სექტემბერში 4 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 პენალტი მოიპოვა.   🥁🥁🥁🥁#MVP of the month powered by @play_efootball IS… 🥁🥁🥁🥁@FEDERICOCHIESA! 👏👏👏👏 — JuventusFC (@juventusfc) October …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “რომასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ბევრი ელოდა, რომ პაულო დიბალა დაბრუნდებოდა და სათადარიგო სკამზე მაინც იქნებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ არგენტინელი კიდევ 7-10 დღე ვერ ითამაშებს. „ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია, მომდევნო სანაკრებო პაუზამდე 7 თამაში გვექნება, რომლებშიც აუცილებელი იქნება ქულების მოპოვება, რათა ზედა პოზიციებს კიდევ უფრო …

სრულად წაკითხვა »