მთავარი / სიახლეები / As: “გვარდიოლა “იუვენტუსს” დღითიდღე უახლოვდება”

As: “გვარდიოლა “იუვენტუსს” დღითიდღე უახლოვდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ისევ ვაკანტურია. ამბობენ, რომ მაურიციო სარის დანიშნვნა გადაწყვეტილია და ყველაფერი ორშაბათს გაოფიციალურდება. თუმცა, პარალელურად, ესპანური As-ი პეპ გვარდიოლას შესახებ წერს.

მადრიდული გამოცემის თანახმად, პეპი „იუვენტუს“ ყოველდღე უახლოვდება.

„დღითიდღე გვარდიოლა „იუვენტუსს“ უახლოვდება თუ უეფა „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგიდან მოხსნის. თუმცა, მაინც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გვარდიოლა კრიშტიანუ რონალდუსთვის დიდი სტიმული იქნება“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „სიტის“ ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევისთვის ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ბანის დადება ემუქრება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …