მთავარი / სიახლეები / არსენალმა 25 მილიონი გაამზადა

არსენალმა 25 მილიონი გაამზადა

ახალი არავისთვისაა რომ ხუან კუადრადოთი ლონდონის “არსენალი” ინტერესდება.

როგორც ჩანს ალექსის სანჩესის წასვლა მხოლოდ დროის ამბავია და არსენ ვენგერიც აქედანვე იწყებს მის შემცვლელზე ზრუნვას.

აქამდე “მეთოფეები” ლაკაზეტის საქმით იყვნენ დაკავებულები, რომელიც კლუბისთვის სარეკორდო თანხად, 57 მილიონად მოაგვარეს, ახლა კი ისევ კოლუმბიელს მოუბრუნდნენ.

როგორც დღეს კოლუმბიური რადიო RCN იუწყებოდა, ლონდონელები მზად არიან 22 მილიონი ფუნტი, რაც დაახლოებით 25 მილიონი ევროა, გადაიხადონ “იუვენტუსის” მარჯვენა ფლანგელი შემტევის სანაცვლოდ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ოფიციალური ტურინი ამაზე დათანხმდეს, ჯერ ერთი მაქსი ალეგრი საკმაოდ ეფექტურად იყენებს საკუთარ 7 ნომერს, ამას გარდა მისი ტრანსფერი წელს დაახლოებით იგივე თანხა დაჯდა რასაც ინგლისელები სთავაზობენ მაროტას.

აქამდე კოლუმბიელი არენდის წესით ირიცხებოდა გუნდში, ორ წელიწადში 58 მატჩის ჩატარება და 6 გოლის გატანა მოასწრო.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …