მთავარი / სიახლეები / არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი მარცხდებიან იუვენტუსთან “ახალი ნეიმარისთვის” ბრძოლაში

არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი მარცხდებიან იუვენტუსთან “ახალი ნეიმარისთვის” ბრძოლაში

“იუვენტუსი” , “არსენალთან” და “მანჩესტერ იუნაიტედთან” შედარებით სატრანსფერო რბოლას ლიდერობს ნიჭიერი თინეიჯერის, გაბრიელ ხესუსის შესაძენად.

19 წლის ტალანტი, რომლსაც უკვე უწოდეს “ახალი ნეიმარი”,  სკაუტებს აოცებს მისი საფეხბურთო ოსტატობით. იგი მოკრძალებულ კლუბ “პალმეირას”-ში თამაშობს.

“არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”  აქტიურად აკვირდებიან ფეხბურთელს. ასევე დიდ ინტერესს იჩენენ “მადრიდის რეალის” და “ბარსელონას” წარმომადგენლებიც.

ყველაფრის მიუხედავად, “Gazzetta dello Sport”-ი წერს, რომ  ამჟამად “იუვენტუსი” იგებს რბოლას გაბრიელ ხესუსის შესაძენად.

იტალიის ჩემპიონებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს ბრაზილიურ კლუბთან და  20 მილიონიან წინადადებას ამზადებენ ნიჭიერი ფორვარდის უფლებათა პაკეტის მოსაპოვებლად.

ინგლისური კლუბები მზად არიან ხესუსის პრემიერ ლიგაში წასაყვანად, თუმცა ფეხბურთელის აგენტი მათ ურჩევს გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ.

წყარო: Talksport

 

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *