მთავარი / სიახლეები / ანტონიო კონტე, უკანასკნელი გლადიატორი
ანტონიო კონტე, უკანასკნელი გლადიატორი

ანტონიო კონტე, უკანასკნელი გლადიატორი

“დერბი დ’იტალიის” წინ ვაქვეყნებთ, იტალიელი ჟურნალისტის სტეფანო დისკრეტის წიგნის ერთ-ერთი თავის თარგმანს. წიგნის სახელწოდებაა „ანტონიო კონტე, უკანასკნელი გლადიატორი“ იუვეს ქომაგებს ყოველთვის ემახსოვრებათ კონტეს ის ცნობილი სიტყვები.

ეს 2002 წლის 5 მაის მოხდა, უდინეში. „რაი“-ს ერთი ჟურნალისტი იუვენტუსის გასახდელში შეიპარა სადაც ამ დროს ნამდვილი რომაული ორგია მიმდინარეობდა. რომაული სიტყვის ყველა მნიშვნელობით, ვინაიდან “ბიანკონერის” გაჩემპიონბა ლაციოს გამარჯვების ხარჯზე მოხდა. დიდი სტაჟის მქონე ქომაგებსაც კი ძნელად ახსენდებათ, თუ როდის იყო ამაზე დაძაბული და ამაღელვებელი ბრძოლა სკუდეტოსთვის. ნებისმიერი პატივმოყვარე იუვენტინო ამაყობს ამ სკუდეტოთი და ამავედროს ყოველივე “ნერაძურის” ქომაგს ცრემლი ადგება თვალზე.

ჟურნალისტი მიუახლოვდა კონტეს და ჰკითხა: „ანტონია, შენ შეგვპირდი, რომ ჩვენ კვირას ვისაუბრებდით, ახლა კი კვირაა. ბიჭებს და თქვენ მართლა  გჯეროდათ, რომ ლაციო ინტერს დაამარცხებდა?“

კონტეს პასუხი კი, რომელიც ეიფორიაში იყო, კალჩოს ისტორიაში შევიდა.  „არაფერია აქ სალაპარაკო, ჩვენ უბრალოდ სიამოვნებას ვიღებთ. ამ გამარჯვებამ ჩვენ ორმაგად გაგვახარა და ცოტა შეგვიმსუბუქა სინანული, რომელიც 2 წელის წინ, პერუჯაში განვიცადეთ. და ახლა ჩვენ ისიც გვხედავს ვინც  2 წლის წინ მანდ იყო.„   და ამ დროს ტიურამი პირზე ხელს აფარბს ანტონიოს და გასახდელის საპირისპირო მხარეს მიათრევს, რათა კონტეს კიდევ არ წამოცდეს რამე.

კონტეს ნამიოკი ძნელი მისახვერდი არ იყო და ის მარკო მატერაციზე საუბრობდა –  ეკტორ რაულ კუპერის ინტერის სიმბოლოზე, მარკოზე, რომელიც იმ წვიმიანი საღამოს 1-1 მთავარი „გმირი“ იყო.  რა თქმა უნდა რთულია დაძლიო მარცხი, მითუმეტეს მაშინ 2000 წელს, როდესაც საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხებოდა. ვინ იცის რამდენჯერ თავის გონებაში, კონტე უკან ახვევდა იმ წუთებს, როდესაც პიერ ლუიჯი კოლინამ, იმ ავად სახსენებელი მატჩის მსაჯმა, უხმო მას და ოლივეს (პერუჯიას კაპიტანს) რათა მათ შეემოწმებინათ მოედნის ვარგისიანობა, მოედნის რომელიც უფრო ჭაობს წააგავდა ვიდრე საფეხბურთო საფარს.

დიდ ქოლგა ამოფარებული კოლინა და 2 კაპიტანი ალბათ იმ დღის სიმბოლოები გახდნენ. საშინლად წვიმდა ბურთს ოდნავ ახტომაც კი არ შეეძლო მაგრამ, როგორც ცნობილია, იტალიაში მხოლოდ მაშინ ანულირდება ანგარიში და შედეგი როდესაც თამაშს იუვენტუსი იგიებს. ორ საათიანი ლოდინის შემდეგ კოლინამ მიიღო გადაწყვეტილება მაინც დაეწყო მეორე ტაიმი, რომელსაც რეალურად უნდა გადაეწყვეტა იმ წლის ჩემპიონის ბედი, ვინაიდან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ლაციო სახლში რეჯინასთან წააგებდა.

სრულიად განადგურებულ გაზონზე იუვეს შეეძლო ფრეც ეთამაშა, რის მერეც სერჟიო კრანიოტის გუნდთან მინიმუმ გადამწვეტ მატჩს გაინაღდებდა. ხოლო თუ რეჯინა მოიგებდა იუვეს საერთოდაც ჩემპიონი გახდებოდა. მაგრამ ბიანკონერიმ ეს ვერ მოახერხეს და ისინი 1-0 დამარცხნენ ალესანდრო კალორის გოლის წყალობით, რომელიც ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს (რომლის დაბლოკვაც სხვათაშორის ანტონიო კონტეს შეეძლო) საჭირო ადგილას დახვდა.

ჯოჯოხეთური იმდეგაცრუება. ამ სურათის და ტრაგედიის უკეთ აღსაქმელად საკმარისი იყო უბრალოდ კარლო ანჩელოტისთვის შეგეხედათ, რომელიც ამაოდ ცდილობდა დაღლილი და იმედგაცრუებული იუვენტინოების დაწყნარებას.  და ამ ყველაფრის ფონზე, მარკო მატერაციმ, რომელიც მაგ წელს ზუსტად პერუჯაში თამაშობდა, გადაწყვიტა “გახუმრებოდა” ბიანკონეროებს და გასახდელში შეჰყვირა „ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ“ საქმე იმაშია, რომ მარკოს მამა ჯუზეპე მატერაცი თავის დროზე ლაციოს წვრთნიდა. მას ზედმესახელიც კი შეარქვეს „მისტერ იქსი“ ვინაიდან მისი გუნდი სულ ფრეებს თამაშბდა. რა თქმა იმ შემთხვევების  გარდა, რომლებშიც მარცხდებოდა.

იუვეს მიმართ მისი დამცინავი რეპლიკები რა თქმა უნდა არ იყო დავიწყებული. თუმცა ალბათ რა გასაკვირია ადამინისგან, რომლის კარიერის მანძილზე არაერთი არასპორტული საქციელის გახსენება შეიძლება.  2002 წლის 5 მაისს ტელეკამარებმა სამუდამოდ შემოუნახეს საფეხბურთო სამყაროს მატერაცის ყვირილი კამერაში, რომელიც, ყოველგვარი ფეირ პლეის პრინციპების დარღვევით ლაციოს მიმართავდა  „გაგვატანინეთ გოლი, ჩემმა გუნდმა ხომ 2 წლის წინ ჩემპიონობა გაჩუქათ“ საბედნიეროდ ძაკერონიმ, იმ დროინდელი ლაციოს მწვრთნელმა და  ფეხბურთელებმა მარკო ცნობილ მისამართზე გაუშვეს. ლაციო არ “დაუწვა” ინტერს რის შედეგადაც არ აცდა მატრაცის წყენა. ყველაზე მეტი  ცეზარს და ჩეხ კარლ პობორჟსკის, მატჩის მთავარ გმირს,  მოხვდათ ფეხებში.

ბევრი წლის შემდეგადაც, როდესაც ინტერმა ტრიპლეტიც კი მოიგო, კარტონის სკუდეტოს დამახურებით, მატერაციც, რონალდოც, ძანეტიც, სულ სინანულიდ იხსენებდნენ იმ წელს და ბევრჯერ უთქვამთ, რომ მაგ წლის უბრალოდ მეხსიერებიდან ამოშლა სურთ.

რამდენიმე წლის წინ, პაოლო მონტერომ ინტერვიუში განაცხადა:

„2002 წლის 5 მაისი რაღაც არანორმალური დღე იყო, ფანტასტიკური. ჩვენ უზომო სიხარული განვიცადეთ რადგან არც კი გვჯეროდა წარმატების. მაგრამ რა აქვს საწუწუნო ‘ნერაძურის“? თუ ისინი საუკეთესოები იყვნენ როგორ მოხდა ისე, რომ ლაციომ მათ 4 გოლი გაუტანა?! მაშინ რით უნდა გაგვემართლებინა თავი ჩვენ, 2000-ში პერუჯაში? ზუსტად 75 წუთი ვისხედით გასახდელში. დიახ დანიშნული მქონდა. ვისხედით გასახდელში და ველოდებოდით არც კი ვიციდოით რას.  მაგრამ მე ყოვლეთვის ვიცავ პირად კოდექს და არასდროს გამიმართლებია და დამიბრალებია იმ დღის მოვლენები სხვისთვის. ჩემთვის მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი რა ხდება უშუალოდ მოედანზე“.

ურუგვაელის სიტყვებში – იმ დროის იუვეს ერთ-ერთი ლიდერის, იგრძნობა რწმენა, რომ ეს იყო კომპენსაცია 2 წლით ადრე დაკარგული სკდუეტოსი . მაშინ, მიუხედავად იმ დროისთვის 2 წლის მანძილზე დაგროვილი ქულების საერთო ჯამის რეკორდის, ყველაფერზე პასუხი კარლო ანჩელოტიმ აგო. პირველ რიგში კი ეს იყო დარტყმა ანტონიო კონტესთვის, რომელიც იმ გუნდის უპირობო ლიდერი, კაპიტანი და სიმბოლო იყო. კონტეს ასევე გული წყდებოდა ანჩელოტის წასვლაზე, რომელიც სიმართლე რომ ვთქვათ არასდროს უვარდათ იუვეს ქომაგებს, ვინაიდან ის “მტრის ბანაკიდან” იყო. და ასევე რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილების გამო, როდესაც ის იუვეს ედგა სათავეში.

კარლიტოს შემცვლელად, ძველი კარგად ნაცნობი მარჩელო ლიპი მოვიდა, რომელმაც თავის დროზე თითქმის ყველაფერი მოიგო იუვენეტუსთან ერთად. თუმცა გასახდელში მას არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა უკლებივ ყველა ფეხბურთელთან. მათ შორის ანტონიოც იყო. მოსვლის პირველი დღიდან ლიპიმ ჩამოართვა კაპიტნის სამკლაური კონტეს და გადასცა  დელ პიეროს.  ბევრი ვარაუდობდა რომ ეს კონტეს იუვენტუსური კარიერის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა. თუმცა საბედნიეროდ ისინი ცდებოდნენ. კონტემ გამოავლინა თავისი ხასიათი და შეუპოვრობა და პრაქტკულად “ახალი ცხოვრება” დაიწყო. გუნდი ძალიან შეიცვალა და გამოჩდნენ ბევრი ახალი ფეხბურთელები. აგრეთვე შეიცვალა სათამშო სქემა.

მაგ წელს, ლუჩიანო მოჯიმ გაყიდა ზიდანი, იმ დროისთვის წარმოუდგენელ თანხაად 170 მილიონ ლირად. ასევე წავიდა სუპერ პიპო.  ლიპის ეპოქა დაიწყო ზურგის გამაგრებით. პარმიდან მოვიდნენ ტიურამი და ჯიჯი, რომელმაც ვან დერ საარის პოზიცია დაიკავა, რომელიც არც თუ ისე ძალიან უყვარდათ ტიფოზებს. შეიცვალა სქემაც და ანჩელოტის 3-4-1-2 ის ნაცვლად  გახდა 4-4-2. ზიდანის შემცვლელად კი პაველ ნედვედი მოიყვანეს ლაციოდან, რომელიც  ერთ-ერთი მადგანი იქნება, ვინც მომავალში იუვენტუსის ისტორიას გადაწერენ.

კიდევ უფრო ნოსტალგიური შეგრძნებისთვის ჩამოვთვალოთ იმ სეზონის 2001-2002 წლის ძირთადი შემადგენლობა. კარში – ჯიჯი. ტიურამი მარჯვენა მცველი, თუმცა პარმაში იგი ცენტრალურ მცველს თამაშობდა. ცენტრალურ დაცვაში – მონტერო და ფერარა.. მარცხნივ კი პესოტო.  ძამბროტა ჯერ კიდევ მარჯვენა ნახევარცმევლს თამაშობდა სანამ ლიპიმ საბოლოოდ არ აქცია მცველად.  ცენტრში – დავიდსი და კონტე, ნედვედი კი მარცხნივ. შემტევ ტანდემს კი იუვეს ისტორიაში ლეგენდარული ტანდები შეადგენდა ტრეზეგე დელ პირო.

ამ, ახალი იუვენტუსის პირველივე წელს, ბოლო ტურში ნამდვილი სამკვდრო-სასიცოხლო ბრძოლა გაიმართა.. ცხრილი ასე გამოიყურებოდა:

1 ინტერი – 69 ქულა

2 იუვე – 68 ქულა

3 რომა – 67 ქულა

გუნდებს სულ რაღაც 2 ქულა აშორებდა და სკუდეტოს ბედი უკანასკნელ 90 წუთში უნდა გადაწყვეტილიყო. ასეთი რამ კალჩოში თითქმის არასდროს მომხდარა.

ინტერი თამაშობდა გასვლაზე ლაციოსთან და მარცხის შემთხვევაში შესაძლებელი იყო რომ ჩემპიონი ლაციოს მოსისხლე მტერი რომა გამხდარიყო, ამიტომ საუბროდნენ ბევრს. შეიძლება სწორად მაგიტომ იუვენტუსმა ბოლო ტურის წინ, რომელიც თვითონ უდინეში გადიოდა, აკრძალა ყოველგვარი კონტაქტი ჟურნალისტებთან. რომა კი თავის მხრივ მიემართებოდა ტურინში სადაც ტორინოს ხვდებოდა და ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა, რომ ტორინოს ფანებს დიდად არ გაუხარდებოდა თანაქალაქელების ჩემპიონობა. სიტუაცია მართლაც  ჩახლართული იყო რაც უფრო მატებდა ემოციას .

ლიპიმ იმ თამაშზე შემდეგი შემადგენლობა აირჩია: ჯიჯი, ტიურამი, ფერარა, მონტერო, იულიანო, კონტე, ტუდორი, დავიდსი, ნედვედი, დელ პიერო, ტრეზეგე. მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდნენ ბირინდელი, ძამბროტა და პარამატი.

დელ პიეროს და ტრეზეგეს წყალობით იუვენტუსმა გაინაღდა გაამრჯვება. ხოლო ნერაძურის დრამა ლაციოსთან აისახა რონალდოს და მატერაცის ცრემლებში. რომამაც მოიგო თავისი თამაში ანტონიო კასანოს გოლის წყალობით რიტაც გადაასწრო ინტერს და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

90 წუთის დამთვრებისთანავე ცხრილი ასე გამოიყურებოდა .. იუვე – 71 ქულა, რომა – 70, ინტერი – 69..  ყველაფერი თავდაყირა დადგა და იუვემ მორიგი, 26-ე ჩემპიონობა მოიპოვა.

გასახდელში კი იუვეს წარმატება აღინიშნა სწორად კონტეს იმ ლეგენდარული სიტყვებით „ამ გამარჯვებამ ჩვენ ორმაგად გაგვახარა და ცოტა შეგვიმსუბუქა სინანული, რომელიც 2 წლის წინ, პერუჯაში განვიცადეთ. და ახლა ჩვენ ისიც გვხედავს ვინც  2 წლის წინ მანდ იყო.“

სტატიის ავტორია 30 წლის სტაჟის მქონე იუვენტინო.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *