მთავარი / ევრო 2016 / ანტონიო კონტე: ჩემი ბიჭები განსაკუთრებულები არიან
ანტონიო კონტე: ჩემი ბიჭები განსაკუთრებულები არიან

ანტონიო კონტე: ჩემი ბიჭები განსაკუთრებულები არიან

ანტონიო კონტემ თავის მოთამაშეებს თხოვა თავი არ დაეზოგათ, ეთამაშათ მთელი გულით, განსაკუთრებულად და ფეხბურთელებმაც იმედები არ გაუცრუეს. იტალიელებმა მოახერხეს ევროპის ჩემპიონების დამარცხება და ანტონიო კონტეც განსაკუთრებულად კმაყოფილია თავისი ნაკრებით. იტალიამ მოიგო, მათ დაამტკიცეს რომ არიან ერთიანები და ძლიერები. ფეხბურთელებმა მოახერხეს ისეთ ტალანტებთან გამკლავება როგორებიც არიან ინიესტა, სილვა, ფაბრეგასი და მორატა.

„ვიცოდი რომ თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდებოდა, ჩემი ბიჭები განსაკუთრებულები არიან, ჩვენ ვაჩვენეთ რომ იტალიური ფეხბურთი არ არის მხოლოდ კატენაჩო და ამ მოსაზრების მოსპობაც ადვილად შევძელით“ განაცხადა კონტემ თამაშის დასრულების შემდეგ.

Cl-exp0WEAAkOQX

აძურამ აჩვენა რომ მათ ზუსტად იცოდნენ რისი გაკეთება სურდათ თამაშის მეორე ნახევარში. საუკეთესო კომპლიმენტი იყო როცა ხავიმ განაცხადა რომ იტალია 50 პროცენტით აგონებს მადრიდის ატლეტიკოს, 50 პროცენტით კი-ბარსელონას.

“ჩვენ სიამოვნება მივიღეთ ამ თამაშისგან. ახლა კარგად უნდა მოვემზადოთ, წინ გერმანიასთან თამაშია, ისინი ტიტანები არიან და მათი დამარცხება ადვილი არ იქნება. პირველ რიგში მწვრთნელს უნდა სჯეროდეს რომ გამარჯვება შეუძლია, ის გადასცემს მთავარ მუხტს ფეხბურთელებს. მე მქონდა გამარჯვების რწმენა. ბედნიერი ვარ თითოეული იტალიელი ფეხბურთელის გამო და იმედი მაქვს რომ ისინიც ამაყები და ბედნიერები არიან“ განაცხადა კონტემ.

გერმანიასთან თამაშის დროს კონტეს ყვითელი ბარათის გამო ტიაგო მოტა არ ეყოლება, მაგრამ კონტე იმედოვნებს რომ დეროსი შეძლებს თამაშს.

„ვიმედოვნებ რომ დე როსი მალე გამოჯანმრთელდება, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს როგორც ჩვენ ეს კანდრევას გარეშე გავაკეთეთ.” განაცხადა კონტემ.

Italy+v+Spain+Round+16+UEFA+Euro+2016+jN9bLfOA48nx

4 წლის წინ, მე-20-ე წუთზე ჯორჯო კიელინი იძულებული იყო დაეტოვებინა მოედანი, როდესაც იტალიამ ცუდად დაამთავრა ტურნირის უმნიშვნელოვანესი თამაში. დღეს კი მან შეძლო ისტორიის დაეწერა, მორატასთვის ხელის შეშლა და რაც მთავარია გოლის გატანა.

„სამომავლოდ მეტი უნდა გავაკეთოთ, გერმანელები ფავორიტები არიან  და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“ აღნიშნა კიელინიმ.

Emanuele+Giaccherini+Italy+v+Sweden+Group+GLVkb_istqTx

ემანიუელ ჯაჩერინი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე.

„ჩვენ ყველა დეტალი განსაკუთრებულად გვქონდა მომზადებული, მწვრთნემლა მოგვცა სწორი მითითებები, დღეს ჩვენი დავალება საკმაოდ რთული იყო, თუმცა მოვახერხეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.” –  განაცხადა ემანუელე ჯაკერინიმ

Leonardo+Bonucci+Italy+v+Spain+Round+16+UEFA+R2BZLt99tPix

მოულოდნელი არც ის ფაქტი ყოფილა  რომ ბონუჩი დასახელდა მატჩის მთავარ ფეხბურთელად.

„დარწმუნებულები ვიყავით რომ შეგვეძლო ჩვენი თამაშის სტილის გამო ისინი ცუდ მდგომარეობაში ჩაგვეყენებინა. ჩვენ ძალიან კარგად ვიყავით მომზადებულები. ნაკრების წარმატების მთავარი საიდუმლო არის გუნდური თამაში. ჩვენი მიზანი ამჟამად არის ახალი ენერგიით დამუხტვა, წინ მნიშვნელოვანი თამაში გველოდება.” განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *