მთავარი / სიახლეები / ანიელი: “განვითარებას გავაგრძელებთ”

ანიელი: “განვითარებას გავაგრძელებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მისი განცხადებით, მასიმილიანო ალეგრი მუშაობას გააგრძელებს, ხოლო „იუვენტუსი“ განვითარებას.

„კარგი თამაში იყო, „აიაქსმა“ დაიმსახურა მომდევნო ეტაპზე თამაში და ეს ჩვენ მოედანზე დავინახეთ

ჩვენ უნდა გავაკეთოთ საერთო შეფასება, მერვე სკუდეტოს მოგება შაბათს შეგვიძლია, უკვე მოვიგეთ იტალიის სუპერთასი, ჩავატარეთ შესანიშნავი თამაში „ატლეტიკოსთან“.

რამდენიმე წლის წინ „იუვე“ უეფას რეიტინგში 43-ე იყო და ახლა მეხუთე ადგილზეა. რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგა ოცნება იყო, მაგრამ ამ სეზონში ჩვენი მიზანი და ასე იქნება მომავალ სეზონშიც. ეს ნიშნავს გუნდის სიმტკიცეს, ალეგრი კი რჩება გუნდის მთავარ მწვრთნელად. „იუვემ“ უნდა გააგრძელოს განვითარება მოედანზე და მოედანს მიღმა. ჩვენ გუნდის მენეჯმენტი ოქტომბერში განვაახლეთ, დიდი ნდობა გვაქვს მარკო რეს, ჯორჯო რიჩისა და ფაბიო პარატიჩის მიმართ და ჩვენს გვერდით დიდი მწვრთნელია“, – თქვა ანიელიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …