მთავარი / სიახლეები / ანდრეა ბარძალი: ლეო, სიმართლე მხოლოდ ჩვენ ვიცით
ანდრეა ბარძალი: ლეო, სიმართლე მხოლოდ ჩვენ ვიცით

ანდრეა ბარძალი: ლეო, სიმართლე მხოლოდ ჩვენ ვიცით

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ანდრეა ბარძალი ლეონარდო ბონუჩის დაემშვიდობა. 36 წლის ფეხბურთელმა ყოფილ თანაგუნდელს წერილი მიუძღვნა, რომელშიც ამბობს, რომ სიმართლე მხოლოდ მათ იციან. აქვე გეტყვით, რომ ბარძალი ჯიჯი ბუფონის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, ვინც ბონუჩის დაემშვიდობა, ხოლო დანარჩენებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

“ჩვენ ერთად გავატარეთ ფანტასტიკური წლები, რომელიც სავსე იყო გამარჯვებებითა და დიდი მიღწევებით. მე და შენ, ჯიჯისთან და ჯორჯოსთან ერთად საერთო ენა მალევე გამოვნახეთ – ყველაზე ახლო ურთიერთობა გვქონდა. მოედანზეც, გასახდელშიც. იმ გასახდელში, რომელზეც ამბობენ, რომ განხეთქილება მოხდა. თუმცა, სიმართლე მხოლოდ ჩვენ ვიცით. წარმატებებს გისურვებ ლეო ახალ თავგადასავალში”, – წერს ბარძალი ინსტაგრამის გვერდზე.

შეგახსენებთ, ლეონარდო ბონუჩი “მილანს” ორი დღის წინ 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბევრი რამ ითქვა მიზეზზე, თუ რატომ დატოვა ბონუჩიმ “იუვენტუსი”, მაგრამ ყველაზე რეალურ ვერსიად მასიმილიანო ალეგრისთან კონფლიქტი სახელდება.

ბონუჩი “იუვენტუსში” 2010 წლიდან თამაშობდა – 317 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 19 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ბარძალის, იგი ტურინში 2011 წლის იანვარში აღმოჩნდა.

წყარო: მსოფლიო სპორტი | ავტორი: გიორგი მელქაძე

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …