მთავარი / სიახლეები / ანდრეა ბარძალი კარიერას ასრულებს

ანდრეა ბარძალი კარიერას ასრულებს

ანდრეა ბარძალი კარიერას ასრულებს. ამის შესახებ 38 წლის ფეხბურთელმა „სპალთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მიმდინარე სეზონის ბოლოს „იუვენტუსსა“ და ფეხბურთს დატოვებს.

„როდესაც ფეხბურთელი ხარ, ძნელია ფიქრი იმაზე, რა იქნება შემდეგ. მაგრამ მიმდინარე სეზონში ჩემი ტრავმები ამის გაგებაში დამეხმარა. გადავწყვიტე, რომ ივნისში კარიერა დავასრულო. ჯერჯერობით, არ ვიცი რა საქმიანობას დავიწყებ. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორ მომენტში მივიღე. ფეხბურთის თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო.

„სპალთან“ მატჩი – შეგვეძლო დღეს ყველაფერი დაგვესრულებინა, კარგი თამაში ჩავატარეთ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით და პირველი ტაიმი მოვიგეთ კიდეც. მეორე ნახევარის დასაწყისში გაგვიჭირდა, თუმცა, შემდეგ ისევ დავბრუნდით თამაშში, სამწუხაროა.

ჩვენს გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომლებიც უნდა განვითარდნენ. ეს პოზიტიური საკითხია, რომელიც ხშირად არ მინახავს ჩემი კარიერის განმავლობაში“, – თქვა ბარძალიმ.

შეგახსენებთ, რომ ბარძალი „იუვენტუსმა“ 2011 წლის ზამთარში „ვოლფსბურგიდან“ შეიძინა და გუნდის ისტორიაში თავისი კვალი დატოვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …