მთავარი / სიახლეები / ანდრეა ანიელი: იუვენტუსი წარმატებაზეა ფოკუსირებული

ანდრეა ანიელი: იუვენტუსი წარმატებაზეა ფოკუსირებული

კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ისაუბრა თუ როგორ შეიცვალა ფეხბურთი ევროპაში და რას აკეთებს “იუვენტუსი”  ამ ცვლილებებისთვის ფეხის ასაწყობად.

-“მე ღრმად ვარ დაკავშირებული ქალაქ ტურინთან,  ჩვენ აქ  დიდი ინვესტიციები ჩავდეთ და  “იუვენტუსი” და მთელი ჯგუფი, რომელსაც მე წარმოვადგენ, გავაგრძელებთ ქალაქის ინსტიტუტებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას”.

-“შევიძენთ თუ არა სხვა კლუბს? ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, თუმცა ამჯერად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას”.

ამ კვირაში ჩინელი ინვესტორები სავარაუდოდ დაასრულებენ მოლაპარაკებებს მილანური კლუბების შეძენის თაობაზე, მაშინ როდესაც “რომას” ამერიკელები მართავენ.

-“1990-იანი წლების ფეხბურთთან შედარებით კლუბებმა უზარმაზარი ტრანსფორმაცია განიცადეს. დღესდღეობით “იუვენტუსის” განზომილება გლობალურია. ბიზნესი რეალურია, რომელიც შემოსავლების, ბრენდის და პერსონალის რაოდენობის ზრდაში გამოიხატება. ჩვენ ასევე მივაღწიეთ გარკვეულ სტაბილურობას ადმინისტრაციულ და ფინანსურ დონეზე”.

-“ყოველ სამ წელიწადში, ძირითადი კაპიტალის ზრდის მოთხოვნა კომპანიის ცუდად მართვასთან ასოცირდება. “იუვენტუსს” მშობელ კომპანია “Exxor”-თან ჟანსაღი  და ბრჭყინვალე ურთიერთობები აქვს, მაგრამ კლუბი უწყვეტ  დაფინანსებას აღარ საჭიროებს”.

-“იუვენტუსმა” ძირეული ცვლილებები განიცადა ბოლო ექვსი წლის მანძილზე. ერთ წელიწადში კლუბმა ვალები გაანახევრა და მომავალი სამი წლის განმავლობაში მზადაა იტალიაში და  ევროპაში საბრძოლველად. რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავაანალიზოთ  როგორ შეიცვალა ევროპული ფეხბურთი და გავარკვიოთ რა არის საჭირო მაქსიმალური წარმატების  მისაღწევად”.

-“ჩვენ სეზონი ტიტულის მოგებით დავიწყეთ და ტიტულის მოგებით დავასრულეთ: ეს საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც წელს  “იუვენტუსმა”  მოახერხა. ისინი ვინც კლუბში არიან მუდმივად მოგებაზე უნდა იფიქრონ.  მნიშვნელობა არ ენიჭება იმას  “სერია-ა” კონკურენტულია თუ არა. შეხედეთ სხვა ქვეყნის საფეხბურთო ლიგებს, ვფიქრობ სრულიად ნორმალურია  ჩემპიონატში ერთი კლუბის დომინანტობა. გერმანიაში “მიუნხენის ბაიერნია”, საფრანგეთში “პსჟ”, ხოლო ესპანეთში “ბარსელონურ-მადრიდული” დუეტი”.

-“სერია-ა”-თან შედარებით ესპანეთის, გერმანიის და ინგლისის საფეხბურთო ლიგები გაცილებით დიდ ფინანსურ სარგებელს ნახულობენ. 2006 წლის მოვლენების გამო იტალიურმა ფეხბურთმა მისი მიმზიდველობა დაკარგა. ჩვენ რამდენიმე ძირეული შანსი გავუშვით ხელიდან გლობალურ დონეზე. დაფიქრდით თუ როგორ იზიდავენ ფინანსურ კაპიტალს “ბუნდესლიგისა” და ” ლა ლიგის” ბინადრები ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე”.

-“ჩვენ ესპანეთს უნდა მივბაძოთ და “დავიცვათ” ჩვენი კლუბები. როდესაც შენ გინდა უცხოეთში შენი პროდუქტის გაყიდვა, ისინი ტექნიკურ და ტაქტიკურ ნიუანსებზე არ ფიქრობენ. მათ სურთ ლამაზი გოლების და თეატრალური სანახაობის ხილვა მოედანზე, მაგრამ ამისთვის ჩემპიონები და რესურსებია საჭირო”.

-“თუ ჩვენ მართლა გვსურს სათამაშო დონის ამაღლება, მაშინ გულშემატკივრებს ნუ მივყიდით ოცნებას მსოფლიო თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე ფუჭი ლაპარაკით”.

Football-Italia

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *