მთავარი / სიახლეები / ალექს სანდროს სანაცვლოდ “ჩელსიმ” €68 მილიონი გაამზადა

ალექს სანდროს სანაცვლოდ “ჩელსიმ” €68 მილიონი გაამზადა

მიუხედავად იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ალექს სანდრო “იუვენტუსში”დარჩენას გეგმავს, ანტონიო კონტე ბიანკონერის მცველს არ ეშვება.

ტურინელებმა უკვე დაბლოკეს არისტოკრტთა რამდენიმე წინადადება, მაგრამ The Times-ის და The Sun-ის მტკიცებით, “ჩელსი” გაუმჯობესებულ €68 მილიონიან შეთავაზებას ამზადებს.

“იუვენტუსის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ალექს სანდროს შენარჩუნება მანამდე სურთ, სანამ თავად ფეხბურთელი არ მოითხოვს გაშვებას. ანტონიო კონტეს სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ სანდროს ბიანკონერის დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს.

გასულ სეზონში ჩატარებულ 43 შეხვედრაში ალექს სანდრომ 3 გოლის გატანა და 7 ასისტის გაფორმება შეძლო.

წყარო: sarbieli.ge

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ანდრეა ბარძალი: ლეო, სიმართლე მხოლოდ ჩვენ ვიცით

ბუფონი: შესვენებაზე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა

იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონტა ლიგის ფინალში შესვენებაზე განვიტარებულ მოვლენებზე ყვება „ჩვენ …