მთავარი / სიახლეები / ალეგრი კოშტას გაუწყრა: “უნდა წაქცეულიყო, ჭკვიანურად უნდა ეთამაშა”

ალეგრი კოშტას გაუწყრა: “უნდა წაქცეულიყო, ჭკვიანურად უნდა ეთამაშა”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ მატჩის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია Sky Sport-ის ეთერში მასიმილიანო ალეგრი ამსტერდამიდან ჩაერთო და გადაცემის წამყვანების კითხვებს პასუხობდა.

ერთ-ერთი კი ფაბიო კაპელო იყო, რომელიც საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს. ლეგენდარულ მწვრთნელსა და ალეგრის შორის დიალოგი შედგა:

– კაპელო: როდესაც დუგლას კოშტა მარცხენა ფლანგზე დე იონგს გასცდა, რა გაიფიქრეთ?

– ალეგრი: ნაკლებად ჭკვიანურად ითამაშა, ფეხი უნდა დაეტოვებინა. მეტოქე 10 კაცით დარჩებოდა და დე იონგი მეორე თამაშსაც გამოტოვებდა. გამარჯვება ასეთ საკითხებსაც შეიცავს, ფეხბურთს ყოველთვის სუფთად არ თამაშობენ.

ბუნებრივია, ალეგრის ეს სიტყვები ხუმრობას შეიცავდა და სტუდიაში სიცილიც გამოიწვია.

საქმე ეხება მატჩის მიწურულს მომხდარს, როდესაც დუგლას კოშტას ფრენკი დე იონგმა, რომელსაც უკვე მიღებული ჰქონდა ყვითელი ბარათი, სახიფათო ვარდნა გაუკეთა, მაგრამ ბრაზილიელი არ წაიქცა. რომ წაქცეულიყო, დიდი ალბათობით, „აიაქსის“ ლიდერი მეორე ყვითელ ბარათს უხეში თამაშისა და განზრახ ჩაშლილი სახიფათო შეტევის გამო მიიღებდა, მოედანსაც დატოვებდა და ტურინშიც დისკვალიფიცირებული იქნებოდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …