მთავარი / სიახლეები / ალეგრი: იუვენტუსი ჩემი მომავალია.
მაქსი მომავალი სეზონის გეგმებზე საუბრობს...

ალეგრი: იუვენტუსი ჩემი მომავალია.

მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მის მომავალს “იუვენტუსს” უკავშირებს. “მე აქ დიდი ხნით დარჩენას ვაპირებ”.

ტაქტიკოსმა კლუბთან ერთად ორი ტიტული მოიპოვა სეზონში და ახლახანს გააფორმა კონტრაქტი, რომელსაც 2018 წელს ეწურება ვადა. “Rai Uno”-თან ინტერვიუში მან განაცხადა

“ჩემი მომავალი იუვენტუსშია. მე ვიზიარებ ყველაფერს კლუბთან ერთად. ჩვენ სტარტი ავიღეთ 10 ახალი ფეხბურთელით სეზონის დასაწყისში და მოვახერხეთ ევროპის წამყვანი კლუბების დონე გვეთამაშა. იმედი მაქვს დიდხანს დავრჩები, რადგან აქ ძალიან ბედნიერი  ვარ”.

ალეგრის ასევე კითხვა დაუსვეს პაულო დიბალას შესახებ, რომელსაც  სეზონის დასაწყისში ხშირად ცვლიდნენ, თუმცა მან მაინც მოახერხა  საკუთარ აქტივში 19 გოლი და 9 ასისტი  ჩაეწერა.

“გადაწყვეტილებები მწვრთნელმა უნდა მიიღოს და კრიტიკულ მომენტში ის უნდა გავაკეთო რისიც   მჯერა”.

“დასაწყისში დიბალას არ შეეძლო მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ეჩვენებინა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი მას გააჩნდა განვითარებისათვის საჭირო მონაცემები”.

წყარო: Football-Italia

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *