მთავარი / სიახლეები / ახალი შემართებით კვლავ ფურია როხას წინააღმდეგ!

ახალი შემართებით კვლავ ფურია როხას წინააღმდეგ!

იტალიის ნაკრები 1018 წლის რუსეთში გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ესპანეთს დაუპირისპირდება! ზემო ხსენებული ნაკრებები არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს და დღეს კიდე ერთხელ გადაიკვეთება მათი გზები! ბოლოს სკვადრა აძურა და ფურია როხა ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში დაუპირისპირდნენ სადაც კონტეს შეგორდებმა პირწმინდად დაჯაბნა ლეგენდარული ვისენტე დელ ბოსკეს გაწვრთნილი ესპანეთი! თუმცა დღევანდელ შეხვედრაში დიდი ალბათობით სულ სხვა თამაში უნდა ვიხილოდ რადგან ორივე გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს! აძური ჯანპიერო ვენტურას ხელმძღვანელობაით იასპარეზებს! ფურია როხას კი ახალგაზრდა ჟულიენ ლოპეტეგი გამოყვანს მინდორზე! მატჩი იუვენტუს სთეიდიუმზე გაიმართება რაც დამატებითი პლუსი უნდა იყოს აძურისთვის რამეთუ იტალიელთა ძირითადი ბირთვი ტურინის იუვენტუსიდანაა და იუვეს საშინაო არენაზე ასპარეზობა მათ უფრო მეტ თავისუფლებას და სითამამეს შესძენთ! თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ალვარო მორატასც რომელსაც ზემოდ ხსენებულ მოედანზე არაერთი გოლი აქვს გატანილი!

itcoach   ჯ. ვენტურამ რამოდენიმე სიტყვით ისაუბარა ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე! იტალიის ნაკრები კარგად ნაცნობი 3-5-2 -ით ითამაშებს რათქმაუნდა უცვლელი დარჩება მეკარე და დაცვის კარგადნაცნობი ტრიო თუმცა შეტევაში იტალიის ნაკრებში რევოულიცია იგეგმება! ჩემი ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალა მომავალში მარიო ბალოტელი იქნება! მე ვთვლი რომ ის დიდი ფეხბურთელია და კვლავ იმსახურებს ნაკრებში დაბრუნებას! მე ის ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის არ გამომიძახებია ნაკრებში რადგან ვთვლი რომ მიუხედავად მისი წარმატებული ასპარეზობისა ნიცაში ჯერ კიდე ბევრი აკლია ოპტიმალურ ფორმაში შესვლამდე! მე მას თვალს ვადევნებ და როცა ის მზად იქნება მე მას კვლავ დავაბრუნებ ნაკრებში!  ვენტურამ არ გამოიძახა ინსინიე და ელ შარავი! ის თვლის რომ მათი ჩანაცვლება ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეებით უნდა მოხდეს და ასეთად მას მიაჩნია ტორინოს შემტევი ანდრეა ბელოტი რომელმაც 2 კვირის მანძილზე 5 გოლის და 1 ასისტის გაკეთება მოასწრო! ვენტურა მის გამოძახებას საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე მატჩშივე გეგმვდა თუმცა ხელი მას ბელოტის ტრამვამ შეუშალა! ასევე ნიკოლა სანსონეც იქნება ნაკრებში გამოძახებული რომელმაც 7 ლა ლიგის შეხვედრაში 4 ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება! ვენტურას აზრით ბერარდი იმსახურებს ნაკრებში თამაშს და ასევე ჯიჯი დონარუმაცა! რუგანი რომანიოლისაც უნდა მიეცეს შანსი რადგან ისინი მოიაზრებიან სწორედ იტალიის ნაკრების მომავლად!

pepe-reina_3155057

პეპე რეინამ რომელიც დღეს ესპანეთის ნაკრებშია გამოძახებული სკაი სპორტთან ინტერვიუში არ დაიშურა საქებარი სიტყვები თავის იტალიელ ვიზავიზე! ჯან ლუიჯი ბუფონი არის მაგალითი ყველა მეკარისთვის! ის აძურის და ტურინის იუვენტუსის კაპიტანია და ამასთან ის თავის 164 მატჩს ჩაატარებს თავისი ნაკრების რიგებში! ეს შთამბეჭდავი რიცხვია! ის 38 წლისაა და კვლავაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება! ბუფონი არის მისაბაძი ადამიანი ნებისმიერისთვის ეს დამწყები ფეხბურთელი იქნება თუ უკვე სტაჟიანი! მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ნაპოლის და იუვენტუსის მუდმივი მეტოქეობის მიუხედავად!

შემთხვევითი სიახლე

მარჩელო ლიპი: “რონალდუს გაძევება სრული აბსურდი იყო”

„იუვენტუსისა“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ მარჩელო ლიპიმ, რომელიც ამჟამად ჩინეთში მუშაობს, Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა. საუბარი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *