ტურინის „იუვენტუსისა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ შეხვედრას ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი არბიტრი კარლო დელ სერო გრანდე იქნება, რომელსაც ასისტენტობას ხუან კარლოს ხიმენესი და რობერტო ფერნანდესი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას ბერძენი ანასტასიოს სიდიროპულოსი შეასრულებს, ხოლო VAR-ის ოთახში ესპანელები ალეხანდრო ერნანდესი და ხუან მარტინესი იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსი“ – „იუვეს“ დაპირისპირება 10 აპრილს შედგება.