მთავარი / ბლოგი / აღარ იტირო არგენტინა, შენ ჩვენ იმედი მოგეცით!
აღარ იტირო არგენტინა, შენ ჩვენ იმედი მოგეცით!

აღარ იტირო არგენტინა, შენ ჩვენ იმედი მოგეცით!

არგენტინა – დაიმახსოვრე ეს დღე. დღეს იუვენტუსმა ახალი #9 გაიფორმა გონსალო იგუანი თეთრ-შავია. დღეს იუვენტუსმა 1897 წლის შემდეგ ყველაზე ძვირფასი გარიგება წარმატებით დაასრულა. რამდენად წარმატებული იქნება პიპიტას კარიერა იუვენტუსში ეს მხოლოდ პიპიტაზეა დამოკიდებული

ჩემი სუბიექტური შეხედულებით:

  • პიპიტა არ ღირს 90 მილიონი ევრო.
  • პიპიტა რთულ და სტრესულ მდგომარეობაში შესაძლოა გაუწონასწორებელი იყოს და დააზიანოს გუნდის ინტერესები.
  • პიპიტამ შარშან ფანტასტიური სეზონი ჩაატარა და 36 გოლი, რეკორდი სერა ა-ს ისტორიაში, გაიტანა და მიმდინარე წელს ყველა ლოგიკით უნდა ჩააგდოს ან მინიმუმ ამდენი ვერ უნდა გაიტანოს.
  • პიპიტას არ ვუყვარდით და ამას ხმამაღლა ამბობდა
  • პიპიტა არ გვიყვარ(ს)და ჩვენც….
  • პიპიტას გაუჭირდება თამაში და პირველივე გამაზვაზე მიიღებს „მერდა“-ს
  • პიპიტას ჩასვლა ნეაპოლში სეზონის მეორე წრეში . . .

მე მგონი ნეაპოლის პოლიციას რომიდან მხარდაჭერა დაჭირდება. ამიტომ მე სკეპტიკურად ვუყურებდი გონსალოს მოსვლას ჩვენთან. მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული მომენტი, უფრო ზუსტად განსაკუთრებული ადამიანი იუვენტუსში და ეს ადამიანი არის პაოლო დიბალა. გაძეტა დე ლო სპორტმა დღევანდელი დღე მონათლა – დღეს ახალი HD დაიბადა – Switch on the HD Juve. მე დავამატებ ეს უბრალო HD არ არის ეს Full HD-ია!

იტალიის შემდეგ ვისაც ვუყურებ არგენტინაა. ამას 1978 წლიდან ვაკეთებ, მაშინ როცა მსოფლიოს მომავალი ჩემპიონები მხოლოდ ჩვენ დავამარცხეთ და პრაქტიკულად მარტო ვიყავი ჩემს ოჯახში, როცა ბერტონის და კემპესის, არდილესის და ლუკეს არგენტინისკენ ვიყავი.

2018 წელს მე ისევ და მხოლოდ იტალიას ვუგულშემატკივრებ და ყოველთვის შევხედავ არგენტინას. დიეგო მარადონას „ღმერთის ხელით“ 1986 წლის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, არგენტინამ წააგო 7 დიდი ფინალი – 2 მსოფლიო, 4 კოპა ამერიკა, 1 ოლიმპიური თამაშების. ორჯერ მოგებული ოლიმპიადა ამ წაგების სიმწარეს ვერ ანეიტრალებს.

2018 წელს დღეს ფიფას რეიტინგში #1 ეროვნულ ნაკრებს სწორედ ამიტომ, ამ დუეტის გამო, მათი ერთად ორი წლის თამაშის და გამოცდილების გამო ექნება წარმატების შანსი. ბრაზილიაში ყველაზე მებრძოლი ალბასეტე თეთრ-შავი არ წაიყვანა არგენტინამ.

ჩილეში ყველაზე მებრძოლი ალბასეტე თეთრ-შავი მხოლოდ ბოლოს და ისიც სკამის სახეხად წაიყვანა არგენტინამ. ამერიკაში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ალბასეტე თეთრ-შავი განაცხადის გარეთ დატოვა არგენტინამ.

არგენტინა – გახსოვს შენი შეცდომები?
არგენტინა – დაიმახსოვრე შენი ბედნიერების და ყველაზე დიდი სიხარულის გასაღები დღეს ჩვენ ჩავიბარეთ ტურინში და არა იმიტომ რომ ერთი ფეხბურთელი ვიყიდეთ. არა! იმიტომ რომ საუცხოო ერთობა შევქმენით – Full HD ერთობა!
ღმერთი ერთია და ზეცაში!
ფეხბურთს კი ადამიანები და მიწაზე იგებენ!


აქ კიდევ ერთი წინადადება უნდა ეწეროს, მაგრამ ეს მაკარონი იტალიურად მოხარშულია, ცოტა უხეშია და არ მინდა ყელზე დაგადგეთ.

აღარ იტირო არგენტინა, შენ ჩვენ იმედი მოგეცით!
p.s.
ეს შენთვის დავწერე არგენტინა
ჩვენ ჩვენსას მივხედავთ და თან კარგად, აი ძალიან მაგრად მივხედავთ, ცოტათი ალბათ ვაწყენინებთ შენს შვილებს სხვაგან, მაგრამ ეგ არაფერი, ეგ არაფერი . . .
2016 წლის 24 ივლისი

ავტორი: მიხეილ ჭკუასელი

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ბონუჩი - იდეალური მამა და მამაკაცი

ბონუჩი – იდეალური მამა და მამაკაცი

ევრო 2016-ის შემდეგ, ლეონარდო ბონუჩი პატარა და წყნარ ესპანურ კუნძულზე – ფორმენტერაზე ისვენებდა. თუმცა მას …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *