მთავარი / სიახლეები / აგენტი: „ვმუშაობთ ბონუჩის ტრანსფერზე“

აგენტი: „ვმუშაობთ ბონუჩის ტრანსფერზე“

ლეონარდო ბონუჩის საფეხბურთო აგენტმა ალესანდრო ლუჩიმ დაადასტურა, რომ „იუვენტუსის“ ცენტრალურმა მცველმა შესაძლოა კლუბი დატოვოს

გუშინ ვწერდით, რომ ლეომ „მილანთან“ პირადი, 7 მილიონიანი კონტრაქტი შეათანხმა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველის ტრანსფერში მილანელები საკუტარი ახალგაზრდა ფეხბურთელების ალესიო რომანიოლის და მატია დე შილიოს ჩართვას აპირებენ.

„ვმუშაობთ ბონუჩის გაყიდვაზე“ – განაცხადა ალესანდრო ლუჩიმ „სპორტ იტალიასთან“ საუბარში.

გასულ სეზონში ბონუჩის და მასიმილიანო ალეგრის კონფლიქტი მოუვიდათ, თუმცა ფეხბურთელმა მალე გააგრძელა ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა. „მილანის“ გარდა იტალიის ნაკრების მცველის გადაბირების სურვილი „ჩელსის“ და „მანჩესტერ სიტის“ ჰქონდათ, თუმცა ბონუჩის ოჯახს იტალიიდან წასვლა არ უნდათ.

წყარო: sarbieli.ge

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …