ყოველდღიური არქივი: 2017-06-07

იუვენტუსმა 17/18 წლის ახალი ფორმა წარმოადგინა

იუვენტუსმა 2017/18 წლის ახალი ფორმა წარმოადგინა. მაისური ოფიციალურად გაყიდვაში ოთხშაბათს ჩაეშვა და მისი ფასი  €89.95 ევროს შეადგენს. იგი თავისი სტილით 1950 წლების იუვენტუსის ფორმას გვახსენებს. მაისურზე დატანილია კლუბის ახალი ლოგო და ადიდასის ოქროსფერი ნიშანი.  შორტები ძირითადად თეთრია, გვერდებზე 3 შავი ზოლით, ხოლო  წინდები მთლიანად თეთრ ფერშია გადაწყვეტილი. წყარო:Football-Italia

სრულად წაკითხვა »

ალეგრი 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს

მაქსი მომავალი სეზონის გეგმებზე საუბრობს...

      მოსალოდნელია, რომ იუვენტუსის თავკაცი მომავალ სეზონში კონტრაქტს 2019 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 7 მილიონი ევრო იქნება. ტაქტიკოსის ახლანდელი ხელშეკრულება მიმდინარე თვეში იწურება და მსურველები ინგლისიდან და პარიზიდანაც გამოუჩნდნენ თუმცა  იგი აცხადებს, რომ ტურინში  დარჩენა და მომავალი წლიდან  ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლის გაგრძელება სურს. “Sky Sport Italia”–ის განცხადებით …

სრულად წაკითხვა »