ყოველთვიური არქივი: June 2017

ფედერიკო ბერნარდესკი

თითქმის ყველა ავტორიტეტული იტალიური გამოცემა წერს რომ ტურინში გადაწყვეტილება მიიღეს და ყველაფერს იზამენ ფედერიკო ბერნარდესკის დასამატებლად. მიუხედავად იმისა რომ “ფიორენტინას” და “იუვენტუსს” შორის არასდროს სუფევდა მეგობრული ურთიერთობა,  ახალგაზრდა იტალიელს კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება და თავადაც დიდად არის დაინტერესებული კარიერის იტალიის მოქმედ ჩემპიონში გაგრძელების. როგორც Sportitalia იუწყება, “სინიორას” ოფიციოზმა უკვე შესთავაზა “იებს” 45 …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: პატრიკ შიკი “იუვენტუსის” ფეხბურთელია.

მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდა ჩეხი თავდამსხმელი ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობს, ახალგაზრდული მონდომებით და ენერგიით, გუშინ მან გამონახა დრო, ეწვია ტურინში “იუვეს” სამედიცინო ცენტრს და შემოწმება გაიარა, ამის შემდეგ მან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის დეტალებიც ჯერ არ ხმაურდება, სავარაუდოდ ეს ყველაფერი მისი სანაკრებო “გაწვევის” დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, …

სრულად წაკითხვა »

პრინცი ტურინს ტოვებს?

პრინცი ტურინს ტოვებს?

არასასიამოვნო სიახლეები ვრცელდება ტურინიდან. გუშინ და დღეს მთელი დღის განმავლობაში იწერებოდა, რომ მაროტა/პარატიჩის დუეტმა მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას დუგლას კოშტას აგენტთან, მაგრამ როგორც ჩანს ეს ასე არაა. პრობლემა კოშტას ხელფასია. „ბაიერნის“ ბრაზილიელი გარემარბი ხელფასის სახით ითხოვს 7 მლნ ევროს, იუვენტუსი კი მხოლოდ 5 მლნ სთავაზობს. გამომდინარე აქედან იუვენტუსის ხელმძღვანელობამ ანდრე ანიელის …

სრულად წაკითხვა »

შიკი “იუვენტუსში” 30.5 მილიონად!

როგორც Sky Sport Italia იუწყება პატრიკ შიკთან და “სამპდორიასთან” ყველაფერი მოგვარებულია. მხარეებმა უკვე გაცვალეს საბუთები, გარიგება 30,5 მილიონი ევრო დაჯდა. ამ თანხას “იუვენტუსი” სამი წლის განმავლობაში გადაიხდის. გაურკვეველია ჩეხი ფორვარდი ამ სეზონშივე გადავა ტურინულ გრანდში თუ ერთი წლით კიდევ “სამპაში” თუმცა თუკი ტრანსფერი მართლა გაჩარხულია, ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ. 21 წლის შემტევს, …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო “იუვეს” უახლოვდება

დე შილიო “იუვეს” უახლოვდება

როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც მაქსი ალეგრიმ ტურინის “იუვენტუსთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა, მისი დავალებით მაროტა და პარატიჩი საქმეს შეუდგნენ. პირველი ვინც ყველაზე ახლოსაა “ბებერ ქალბატონში” გადასასვლელად, ეს მილანის მარჯვენა მცველი მატია დე შილიოა. როგორც “ტუტოსპორტი” იტყობინება იგეგმება შეხვედრა 24 წლის მცველის აგენტთან და “მილანის” წარმომადგენლებთან. ვარაუდობენ რომ ტრანსფერი რამოდენიმე დღეში გაოფიციალურდება. შეგახსენებთ …

სრულად წაკითხვა »

ჩემი ოქრო ჩემთან, ანუ მარკო ვერატი

ჩემი ოქრო ჩემთან, ანუ მარკო ვერატი

2012 წელს 19 წლის მარკო ვერატი ისე მოხვდა ფრანგულ “პსჟ” – ში რომ სერია ა–ში ერთი მატჩიც არ ქონდა ნათამაშები. მოლოდინი იტალიელი ნახევარმცველის მიმართ თავიდანვე დიდი იყო და არავის გაკვირვებია მისი ამ დონეზე თამაში. მაშინ, “იუვენტუსის” ფრთხილი სატრანსფერო პოლიტიკის გამო, სულ რამოდენიმე მილიონის გამო “პესკარას” ნახევარმცველი მამლუქად მოგვევლინა პარიზში. საუბარია …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: ეს მხოლოდ ჭორებია

ბონუჩი: ეს მხოლოდ ჭორებია

მოგეხსენებათ სპორტულ პრესაში ყოველდღიურად იწერება ლეონარდო ბონუჩის შესახებ. მას ხან ლონდონის “ჩელსის” და ხან “მანჩესტერ სიტის” უკავშირებენ. თანხაც საკმაოდ სოლიდურია 50 მილიონ ევროდან 55 მილიონამდე. თუმცა დღეს “La Stampa”– მ  ტურინელთა 19 ნომრის საკმაოდ საინტერესო კომენტარი გაავრცელა სადაც ლეო ყველაფერს უარყოფს მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით. ყველაფერი თქვენი მოგონილია, ჟურნალისტების. ეს …

სრულად წაკითხვა »

როცა შედეგები ბევრად აღემატება შესაძლებლობებს…

როცა შედეგები ბევრად აღემატება შესაძლებლობებს...

დიდი ტკივილი გამოვიარეთ და გასაგებია განწყობა, მაგრამ უნდა დავმშვიდდეთ და რეალურად შევაფასოთ არსებული მდგომარეობა… ყველაფერი დაიწო 2006 წელს. ამ დღიდან დაიწყო იტალიური ფეხბურთის დეგრადაცია და იუვეს ცხოვრებაშიც შავმა ზოლმა დაისადგურა… ბევრმა დაკარგა, ალბათ იმედი, რომ იუვე დაბრუნდებოდა… მაგრამ იუვე იყო დიდი სიყვარულის ისტორია და კლუბზე შეყვარებულმა ადამიანებმა, დელ პიეროს მეთაურობით, …

სრულად წაკითხვა »

ორკესტრის რეპეტიცია

ორკესტრის რეპეტიცია

გინახავთ ლეგენდარული იტალიელი მაესტროს, ფედერიკო ფელინის “ორკესტრის რეპეტიცია”? გარდა იმისა რომ ეს უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევარია რეჟისორის და გენიალური კომპოზიტორის, ნინა როტასი, ფილმი დრამატული ნაწარმოების აგების საუკეთესო მაგალითად ითვლება. დიახ, სქემა ასეთია: ორკესტრი იწყებს რეპეტიციას, ისინი ემზადებიან კონცერტისთვის, პარალელურად ვიცნობთ პერსონაჟებს, ისინი საკუთარ ინსტრუმენტებს გვანან, ზოგი ამბიციურია, ზოგი მორცხვი, ყველას თავისი …

სრულად წაკითხვა »

იუვენტუსმა 17/18 წლის ახალი ფორმა წარმოადგინა

იუვენტუსმა 2017/18 წლის ახალი ფორმა წარმოადგინა. მაისური ოფიციალურად გაყიდვაში ოთხშაბათს ჩაეშვა და მისი ფასი  €89.95 ევროს შეადგენს. იგი თავისი სტილით 1950 წლების იუვენტუსის ფორმას გვახსენებს. მაისურზე დატანილია კლუბის ახალი ლოგო და ადიდასის ოქროსფერი ნიშანი.  შორტები ძირითადად თეთრია, გვერდებზე 3 შავი ზოლით, ხოლო  წინდები მთლიანად თეთრ ფერშია გადაწყვეტილი. წყარო:Football-Italia

სრულად წაკითხვა »