მთავარი / სიახლეები / 2006 წელი. 4 ივლისი.

2006 წელი. 4 ივლისი.

2006 წელი. 4 ივლისი. სიგნალ იდუნა პარკი. დორტმუნდი. გერმანია ადგილობრივი დროით 21:00

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი, ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და იტალიის ეროვნული ნაკრები უპირისპირდება. გაისმა მთავარი მსაჯის, მექსიკელი ბენიტო არჩუნდიას სასტვენის ხმა, ძირითადმა დრომ დაძაბულ ვითარებაში, მაგრამ უგოლოდ ჩაიარა.

ეს იყო ორი ნამდვილად შესანიშნავი გუნდის დაპირისპირება, ერთი რაც აღვნიშვნის ღირსია, ასეთი ინტელექტუალური იტალია ალბათ არც მანამდე და არც მას შემდეგ არავის უნახავს, რაც პირველ რიგში გენიალური მარჩელო ლიპის დამსახურებაა. ის სამ შეცვლას აკეთებს, ორს ძირითად დროში, შემოყავს ორი თავდამსხხმელი, ვინჩენცო იაკინტა და და ალბერტო ჯილარდინო, ბოლო შეცვლას კი დამატებით დროში 104 წუთზე იყენებს და შემოყავს “სკუადრა აძურას” 7 ნომერი ალესანდრო დელ პიერო. თითქოს ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, მაგრამ 119 წუთზე გენიალური ანდრეა პირლოს (რომელიც შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა) გენიალური პასის შემდეგ, რომელმაც მოკლე დაბალი გადაცემით მთელი ბუნდესნაკრები უკან მოიტოვა და გროსო შორეულ მარჯვენა კუთხეში ბურთით დატოვა, არა ნაკლებ გენიალური მოჭრილი დარტყმა მოყვა შორეულ ძელთან და იტალიელები 1 წუთით ადრე მატჩის დასრულებამდე წინ გავიდნენ.

მატჩის დასრულებამდე წამები რჩება, გერმანელები იტალიელთა კარის სიახლოვეს მასირებულ შტურმს იწყებენ, თუმცა ერთ–ერთ პასს “ილ კაპიტანო” 2006 წლის ოქროს ბურთის მფლობელი, ლეგენდარული მცველი, ფაბიო კანავარო ჭრის მკერდით და ბურთით მოედნის ცენტრისკენ იძვრება, ის მოულოდნელად ბურთს კარგავს, თუმცა უცნაური ისაა რომ მას ბურთს არა გერმანელი, არამედ ლურჯ მაისურიანი ფეხბურთელი ართმევს. ეს ფრანჩესკო ტოტია, ის რამოდენიმე ნაბიჯს დგამს და გრძელ და გამოზომილ პასს აკეთებს მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ გაქცეულ ალბერტო ჯილარდინოსკენ. ჩვენ რა თქმა უნდა ამ მატჩის ყურება ტელევიზიის საშუალებით მოგვიწია, ჯილა საჯარიმოს უახლოვდება, მის წინ გერმანელი მცველები დგანან, ალბათ ორი გამოსავალი არსებობს, დროის გაყვანა ან უბრალოდ კარისკენ დარტყმა, იტალიელთა 11 ნომერი კი ბურთს ზურგს უკან აგორებს, კადრში ალესანდრო დელ პიერო ჩნდება, მის წინ მხოლოდ გერმანელთა კიპერი, იენს ლემანია, კუთხე საკმაოდ უხერხულია, დისტანციაც არც ისე დაშორებული მეკარისგან, ალექსი ერთი შეხებით, მარჯვენათი ბურთს შორეულ კუთხეში ჭრის და ბურთს ცხრიანში ახვევს, ეს დასასრულია, ნათელია რომ იტალია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

ამის შემდეგ იტალია 5 დღეში ფინალურ მატჩში საფრანგეთს დაუპირისპირდება, დელ პიერო იქაც მატჩის მიწურულს შემოვა, პენალტების სერიაში თავის გოლს გაიტანს, როგორც მისი სხვა ოთხივე თანაგუნდელი და მეოთხედ დაისაკუთრებენ მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულს!

იმ ოქროს გუნდიდან დღეს მხოლოდ სამი კაცი აგორებს ბურთს, ანდრეა პირლო შორეულ აშშ–ში, დანიელე დე როსი “რომაში” და თავის უკანასკნელ სეზონს ჩაატარებს ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი. დანარჩენები კი უკვე ლეგენდებად იქცნენ, მათ შორის კი ერთ–ერთი გამორჩეული, მუდამ ჩვენს მეხსიერებაში მყოფი

Alessandro Del Piero #10

 

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *