მთავარი / სიახლეები / სერია A / მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “უდინეზესთან” მატჩის წინ

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “უდინეზესთან” მატჩის წინ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „უდინეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ პირველი თამაშის ჩატარება ყოველთვის განსაკუთრებულად ძნელია.

„როგორც ყოველთვის ვამბობ, სეზონის პირველი თამაში ძალიან ძნელია, ვხვდებით ფიზიკურად ძალიან ძლიერ გუნდს, რომელმაც შარშან კუთხურიდან გოლი არ გაუშვა და არაფერს თმობდა. მზად უნდა ვიყოთ, საჭიროა კარგად ვითამაშოთ და მოთმინება გამოვიჩინოთ. „უდინეზე“ „მოსაწყენი“ გუნდია, რომლის წინააღმდეგ თამაში რთულია.

რემზი რეჯისტას პოზიციაზე უმატებს და ხვალ ის ითამაშბეს. რონალდუ ჩემს განკარგულებაშია, ხუთშაბათს ნახევარი დღე დაისვენა. ის ჩვენთვის დამატებითი ღირებულებაა, ნორმალურია, რომ გუნდურად მუშაობა საჭიროა მისი თვისებებისთვის. სატრანსფერო ჭორები? ის კარგად ვარჯიშობს, წასვლის სურვილის შესახებ მე არასდროს მსმენია, მითხრა, რომ „იუვენტუსში“ რჩება. მან მოიგო 5 ოქროს ბურთი, მაგრამ შეიძლება ხვალ კარგად ვერ ითამაშოს, ისევე როგორც კიეზამ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი საოცრად ჩაატარა, მაგრამ ეს არის წარსულში გაკეთებული საქმე, ამიტომ, საჭიროა აწმყოში საქმით თავის წარმოჩენა. მნიშვნელობა არ აქვს წარსულში გაკეთებულს, მნიშვნელოვანია რაც მომავალში უნდა გაკეთდეს.

ტრანსფერები? ამაზე კლუბი მუშაობს, კმაყოფილი ვარ შემადგენლობით, არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც გაიზრდებიან.

ლოკატელი? კმაყოფილი ვარ მისი მოსვლით, რადგან ბოლო წლებში ძალიან მოუმატა.  ის არ არის საუკეთესო კონდიციებში, ხვალ ჩვენთან ერთად იქნება და შესაძლებელია მეორე ტაიმში ითამაშოს, თუმცა, შემდეგ ერთი კვირა გვაქვს მეორე მატჩის მოსამზადებლად და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. სანაკრებო პაუზის შემდეგ კი ფორმაში იქნება.

ბერნარდესკის მნიშვნელოვანი თვისებები აქვს, გუნდის ყველა ფეხბურთელის მსგავსად. სეზონის განმავლობაში არის ფაქტორები, რაც მოთამაშეს უკეთესს ან უარესს ხდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ფეხბურთელი ხარ ბევრი რამ მასზეა დამოკიდებული და ასევეა ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში.

სკუდეტო? როგორც წესი, მოქმედი ჩემპიონი ფავორიტია. არის ექვსი-შვიდი გუნდი, რომელთაც ჩემპიონობა შეუძლიათ და რომელთა მიზანი სკუდეტოა.

დიბალა? მის ტექნიკურ თვისებებთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს. მას ახლა ისეთივე სურვილი აქვს, როგორც აქ ყოფნის პირველ წელს, თითქოს სურს, რომ ორი სეზონის შემდეგ თავისი ადგილი დაიბრუნოს. ის კარგია, მაგრამ საჭიროა ინტენსიური ვარჯიშიც. ხვალ კაპიტანი იქნება? თუ ითამაშებს, კი“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზესა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …