მთავარი / სიახლეები / ძამპარინი: “დიბალა “იუვეს” ზამთარში დატოვებს”

ძამპარინი: “დიბალა “იუვეს” ზამთარში დატოვებს”

„პალერმოს“ პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი მიიჩნევს, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსს“ მალე დატოვებს და ეს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მოხდება.

„ყოველთვის, როდესაც დიბალა სკამზე ზის, ტირილი მინდა. ალეგრი იტალიის ჩემპიონატი „პალერმოსთან“ უნდა მოიგოს და თავისი ფენომენალურობა ასე დაამტკიცოს, რადგან ამის გაკეთება „იუვენტუსთან“ ერთად ძალიან ადვილი და ჩვეულებრივი მოვლენაა. დიბალას ორი წლის წინ ვურჩიე ესპანეთში წასულიყო. დარწმუნებული ვარ, იანვარში „იუვენტუსს“ დატოვებს, რადგან კლუბს უნდა მიიღოს 120 მილიონი ევრო, რომელსაც ინგლისიდან და ესპანეთიდან სთავაზობენ“, – თქვა ძამპარინიმ.

საინტერესოა, რომ დიბალასთვის სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და მასიმილიანო ალეგრიმ ორჯერ სათადარიგო სკამზე გაამწესა. ბოლო დროს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ და საუბარი იყო პოლ პოგბასა და დიბალას ბარტერზეც.

შემთხვევითი სიახლე

ლეონარდო ბონუჩი: “ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ …