მთავარი / ვიდეოგალერეა / ოფიციალურად: “იუვემ” ხედირას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ოფიციალურად: “იუვემ” ხედირას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის “იუვენტუსმა” გერმანელ ნახევარმცველ სამი ხედირას ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება, 31 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულება ორი წლის ვადით გახანგრძლივდა და შესაბამისად, ტურინში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ხედირა “იუვემ” 2015 წელს მადრიდის “რეალიდან” შეიძინა. მას შემდეგ გერმანელმა შავ-თეთრი მაისურით 113 შეხვედრა ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და იტალიის თასი, ხოლო ერთხელ იტალიის სუპერთასი. ერთხელაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

შემთხვევითი სიახლე

ლეონარდო ბონუჩი: “ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ …