მთავარი / სიახლეები / “იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სასუოლოსთან”

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სასუოლოსთან”

„იუვენტუსი“ სერია A-ს მეოთხე ტურისთვის ემზადება, რომელსაც მასიმილიანო ალეგრის გუნდი „სასუოლოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეხვედრამდე სამი დღით ადრე, იტალიური მედია „ბებერი სინიორას“ სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს. აპენინელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სანაკრებო ბატალიებიდან გამომდინარე, რასაც 19 სექტემბერს, „ვალენსიასთან“ ჩასატარებელი მატჩიც ემატება, ალეგრი რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალებას მისცეს.

„იუვეს“ სავარაუდო შემადგენლობა კი დღევანდელი მოცემულობით ასეთია:

შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; ბენტანკური, ხედირა; ბერნარდესკი, დიბალა, რონალდუ; მანჯუკიჩი.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 16 სექტემბერს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს. ეს შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ლეონარდო ბონუჩი: “ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ …