მთავარი / სიახლეები / „იუვენტუსი“ მზადაა კრიშტიანუ რონალდუსთვის შეიცვალოს!

„იუვენტუსი“ მზადაა კრიშტიანუ რონალდუსთვის შეიცვალოს!

„იუვენტუსი“ მზადაა კრიშტიანუ რონალდუსთვის შეიცვალოს! ასეთი სათაურები გვხვდება იტალიურ მედიაში, რომლებიც სერია A-ს მეორე ტურში, „ლაციოსთან“ მატჩის სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებენ.

მასიმილიანო ალეგრიმ პირველ ტურში „კიევოსთან“ 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშა გუნდი, თუმცა „ბებერ ქალბატონს“ გაუჭირდა მეტოქის დამარცხება, ხოლო რონალდუმ დებიუტი უგოლოდ დაასრულა. ახლა კი, ალეგრი შემადგენლობაშიც გეგმავს ცვლილებებს და სათამაშო სქემაშიც.

დღევანდელი მოცემულობით მეკარე და დაცვის ხაზი უცვლელი იქნება: შჩესნი, კანსელუ, ბონუჩი, კიელინი და ალექს სანდრო. სამაგიეროდ, ცვლილელებია ნახევარდაცვასა და შეტევაში.

ალეგრი ნაცნობ სქემას უბრუნდება: 4-3-3

ნახევარდაცვაში სამი ხედირასა და მირალემ პიანიჩს ახალწვეული ემრე ჯანიც შეუერთება, რომელიც ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშებს. ერთი საყრდენი ნახევარმცველის დამატება ავტომატურად ნიშნავს, რომ „კიევოსთან“ სასტარტოში მყოფი 4 შემტევიდან ერთ-ერთს (შესაძლოა ორს) თადარიგში მოუწევს გადანაცვლება.

ბუნებრივია, კრიშტიანუ ხელშეუხებელია. სკამზე იქნება ხუან კუადრადოც, რომელმაც „კიევოსთან“ საკმაოდ სუსტი თამაში აჩვენა. პირველივე წუთიდან გავა მოედანზე მარიო მანჯუკიჩი, ხოლო დუგლას კოშტა 11-ეულში ადგილს ინარჩუნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პაულო დიბალა „ლაციალესთან“ მნიშვნელოვან შეხვედრას სათადარიგო სკამიდან დაიწყებს. ალეგრის გათვლებით, მარიო მანჯუკიჩი „იუვეს“ კარიმ ბენზემა უნდა გახდეს, რომელიც მაქსიმალურად ითამაშებს რონალდუსთვის. პორტუგალიელი „რეალში“ ფრანგთან ძალიან კომფორტულად მოქმედებდა და ტურინში იგივე ფუნქციებს ხორვატი შეასრულებს.

მთლიაობაში, თამაშამდე 4 დღით ადრე, „იუვენტუსის“ სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:

შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, ემრე ჯანი; დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი, რონალდუ.

შემთხვევითი სიახლე

ლეონარდო ბონუჩი: “ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ …