მთავარი / სიახლეები / იუბილარი პაველ ნედვედი – გამორჩეული ეპიზოდები ტურინული კარიერიდან

იუბილარი პაველ ნედვედი – გამორჩეული ეპიზოდები ტურინული კარიერიდან

ზუსტად 46 წლის წინ, ხებში, პაველ ნედვედი დაიბადა. „იუვენტუსის“ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და ნამდვილი ლეგენდა. ჩეხი ნახევარმცველი „იუვემ“ 2001 წლის ზაფხულში რომის „ლაციოდან“ შეიძინა და კლუბის ისტორიაში სახელი გამორჩეულად დაიმკვირდა.

ნედვედმა „იუვენტუსის“ რიგებში 2009 წლამდე ითამაშა და საფეხბურთო კარიერაც აქ დაასრულა. 8 წლის განმავლობაში ჩეხმა შავ-თეთრი მაისური 327-ჯერ მოირგო და 65 გოლი გაიტანა. 2003 წელს კი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო – ოქროს ბურთი მოიპოვა.

„იუვენტუსის“ ვებგვერდი ნედვედს დაბადების დღეს ულოცავს და მისი ტურინული კარიერიდან რამდენიმე მომენტი ცალკე გამოჰყო:

21.04.2002

88-ე წუთზე გამარჯვების გოლი პიაჩენცაში. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი „იუვენტუსში“ მოგებული პირველი სკუდეტოსსთვის.

22.04.2003

ნედვედმა გაიტანა პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „კამპ ნოუზე“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ. „იუვემ“ გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

06.01.2004

ნედვედმა ოქროს ბურთი მოიგო და „პერუჯასთან“ მატჩისწინ გულშემატკივრების წინაშე წარადგინა.

07.05.2006

„ფურია ჩეხი“ „იუვესთვის“ ფუნდამენტური ფეხბურთელია და აგრძელებს ტიტულების მოგებას: 4 სკუდეტო და 2 იტალიის სუპერთასი.

 

06.05.2007

ნედვედი რჩება „იუვენტუსის“ ერთგული და მნიშვნელოვან თამაშობს სერია B-ს ტიტულსა და აღთქმულ მიწაზე დაბრუნებაში.

09.12.2007

განსაკუთრებული მომენტი: 300 მატჩი „ბიანკონერიში“ და გამარჯვების გოლი „ატალანტასთან“.

03.05.2009

ნედვედმა გაიტანა „იუვეს“ მაისურით ბოლო ორი გოლი. „ლეჩესთან“ მან დუბლი შეასრულა.

31.05.2009

ბრწყინვალე კარიერის დასასრული. ნედვედმა უკანასკნელი შეხვედრა ყოფილი გუნდის, „ლაციოს“ წინააღმდეგ ჩაატარა.

23.10.2015

ახალი ერის დასაწყისი: ნედვედი კლუბის აქციონერთა გადაწყვეტილებით „იუვეს“ ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

02.06.2018

ნედვედი დაბრუნდა მოედანზე მშობლიურ ჩეხეთში, სადაც საფეხბურთო კლუბ „სკალნას“ 100 წლისთავი აღნიშნეს.

შემთხვევითი სიახლე

ლეონარდო ბონუჩი: “ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ …