მთავარი / სიახლეები / დიბალა: “გამიმართლა, რომ რონალდუს და მესის თანაგუნდელი ვარ”

დიბალა: “გამიმართლა, რომ რონალდუს და მესის თანაგუნდელი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის თანაგუნდელია.

„შესანიშნავია, როდესაც დიდი თანაგუნდელი გყავს. მე ნამდვილად გამიმართლა, რომ მესისთან ერთად ნაკრებში, ხოლო რონალდუსთან ერთად „იუვენტუსში“ ვთამაშობ.

შემდეგ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგა იწყება და მანამდე ფორმაში უნდა შევიდეთ. მანამდე კი, „სასუოლოსთან“ გველოდება თამაში. ვიცით, რომ რთული თამაშები იქნება, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ“, – აღნიშნა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ დიბალამ არგენტინის ნაკრებში კოლუმბიასთან ითამაშა და ახლა „იუვესთან“ ერთად გააგრძელებს მზადებას.

შემთხვევითი სიახლე

ლეონარდო ბონუჩი: “ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ …