მთავარი / სიახლეები / ანდრეა პირლომ რონალდუს იდეალური მეწყვილე დაასახელა

ანდრეა პირლომ რონალდუს იდეალური მეწყვილე დაასახელა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ შესახებ გამოცემა Tuttosport-ს ესაუბრა. „მაესტრომ“ კრიშტიანუ რონალდუს, პაულო დიბალასა და პოლ პოგბას შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი:

– წარმოიდგენდით, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდებოდა?

– „იუვენტუსს“ შესანიშნავი ხელმძღვანელობა ჰყავს. 2011 წელს, დაუყოვნებლივ მივხვდი, რომ ამბიციური გეგმა იყო. ააშენეს ახალი სტადიონი, რომ მოეგოთ ტიტულები იტალიაში და ევროპაში. „იუვე“ ამ წლების განმავლობაში იყო საუკეთესო და ყოველთვის შედეგების გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვის.

– ვინაა რონალდუს საუკეთესო პარტნიორი შეტევაში: მანჯუკიჩი, დიბალა, ორივე თუ დუგლას კოშტა?

– კრიშტიანუს არ უყვარს ცენტრფორვარდად თამაში და ურჩევნია, როდესაც მარცხნიდან იწყებს შეტევას. შესაბამისად, მას სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მასთან ახლოს ითამაშებს – მანჯუკიჩი იდეალურია.

– დიბალა უნდა შეეგუოს მხოლოდ ცვლილებებზე თამაშს?

– არა, პირველ რიგში იმიტომ, რომ სეზონში ბევრი თამაშია და ის მაღალი ხარისხის ფეხბურთელია. ძირითადში ვერმოხვედრა ადვილი არავისთვისაა, პაულომ ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალური სათამაშო დრო მიიღოს. თუ ის ფორმაში შევა, რთული იქნება სატადარიგო სკამზე დატოვება. დიბალას ხარისხი ეჭვს არ იწვევს, თუმცა ისე უნდა ივარჯიშოს, როგორც კრიშტიანუ რონალდუმ.

– შემდეგი დიდებული დაბრუნება შესაძლოა პოგბა აღმოჩნდეს…

– ეს არ გამიკვირდება, რადგან „იუვენტუსი“ ყოველთვის საუკეთესოებს ეძებს. თუ აქედან მიდიხარ, არ ნიშნავს, რომ ერთ დღეს დაბრუნება არ შეგიძლია.

– ალეგრის შესახებ…

– ალეგრი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება აკლია. მისი უნარები? – ნამდვილად ვაფასებ იმის გამო, რომ შეუძლია სხვადასხვა სტრატეგია გამოიყენოს და ამასთან, იმის გამოც, თუ როგორ მართავს გასახდელს.

– რას ფიქრობთ ბონუჩის დაბრუნებაზე?

– ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო, რადგან არ მიფიქრია, რომ „მილანიდან“ „იუვეში“ 1 წლის შემდეგ დაბრუნდებოდა. თუმცა, „იუვენტუსი“ ყოველთვის ძლიერებს ეძებს და ლეონარდო თავის პოზიციაზე ტოპ მოთამაშეა.

შემთხვევითი სიახლე

ლეონარდო ბონუჩი: “ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ …