მთავარი / სიახლეები / ალექს ფერგიუსონი: “დელ პიერო ერთადერთია, რომლის გაწვრთნა ყოველთვის მინდოდა”

ალექს ფერგიუსონი: “დელ პიერო ერთადერთია, რომლის გაწვრთნა ყოველთვის მინდოდა”

ზუსტად 25 წლის წინ, 1993 წლის 12 სექტემბერს, ალესანდრო დელ პიეროს „იუვენტუსის“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. ჯოვანი ტრაპატონიმ „ფოჯასთან“ მატჩის 74-ე წუთზე 18 წლის შემტევი მოედანზე შეუშვა.

გავიდა წლები და დელ პიერო „იუვეს“ ისტორიის ყველაზე დიდი და განუყოფელი ნაწილი გახდა. ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი კი, ალესანდრო დელ პიეროს შესახებ საუბრობს:

„იუვენტუსთან“ ერთ-ერთი მატჩის შემდეგ რაიან გიგზი და გარი ნევილი ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რომ დელ პიერო „ოლდ ტრაფორდზე“ გადმომეყვანა, რადგან ჩვენი დაცვის ხაზი გაანადგურა და გააწამა.

დავუკავშირდი მას, მაგრამ ჩემი წინადადების მოსმენაც არ ისურვა. 2006 წელს, როდესაც იტალიამ მსოფლიო თასი მოიგო და „კალჩოპოლის“ სკანდალი იყო, თავიდან დავუკავშირდი. ვიცოდი, რომ მისი შეძენა „რეალსაც“ სურდა.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ან ჩვენთან გადმოვიდოდა, ან „რეალში“ წავიდოდა, ამიტომ ვუთხარი:

„ალექს, ბევრი წლის შემდეგ ისევ მინდა, რომ ჩემს გუნდში ითამაშო. არ წახვიდე მადრიდში, ახლა ინგლისში გადმობარგებისთვის შესაფერისი დროა და ჩემი გუნდის ლიდერი იქნები“.

დელ პიერომ გაიღიმა და მიპასუხა:

„მისტერ, ვფიქრობ, ეს საუბარი წლების წინ შედგა. დიდ პატივს გცემთ, მაგრამ „იუვენტუსი“ გასაჭირშია და ახლა წასვლის დრო არაა“.

ალექსი ნამდვილად უნიკალური ფეხბურთელი იყო. ნამდვილი ჩემპიონი, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა. როდესაც მეკითხებიან, რომელი ფეხბურთელის გაწვრთნა მსურდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არმქონია, ყოველთვის ერთი და იგივეს ვპასუხობ – დელ პიერო“, – განაცხადა ფერგიუსონმა.

შემთხვევითი სიახლე

ლეონარდო ბონუჩი: “ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ …