მთავარი / სიახლეები / ალექს დელ პიერო: “1996 წელს მოგებულ ჩემპიონთა ლიგას რომ ვიხსენებ… “

ალექს დელ პიერო: “1996 წელს მოგებულ ჩემპიონთა ლიგას რომ ვიხსენებ… “

„იუვენტუსში“ ალესანდრო დელ პიეროს დებიუტიდან ზუსტად 25 წელი გავიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით Gazzetta Dello Sport-მა ლეგენდარულ ფეხბურთელთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც მთლიანად ფეხბურთს დაეთმო.

დელ პიერომ ისაუბრა ჩემპიონთა ლიგაზე და ამ ტურნირში მონაწილე იტალიურ გუნდებზე. უმეტესად კი, რაღა თქმა უნდა, „იუვეს“ შესახებ:

„1996 წელს მოგებულ ჩემპიონთა ლიგას რომ ვიხსენებ… ეს იყო ჩემი ცხოვრების უმშვენიერესი პერიოდი. არამხოლოდ რომის ჯადოსნური საღამოს გამო. ეს იყო მთელი სეზონი და განსხვავდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატისგან, რომელიც მხოლოდ 1 თვე გრძელდებოდა. ჩემპიონთა ლიგაზე უფრო გრძელი გზა გავიარეთ და ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ. პერსონალურ დონეზეც იმ წელს, ბევრი რამ დავამტკიცე. გულშემატკივარს დავუმტკიცე, რომ ვიმსახურებდი „იუვეში“ თამაშს და ბოლოს ევროპაშიც გავიმარჯვეთ.

ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ძლიერი და ერთიანი გუნდია საჭირო, რომელსაც ნდობა და საკუთარი თავის რწმენა ექნება. მნიშვნელოვან მომენტებს საუკეთესო ფიზიკურ და მენტალურ კონდიციებში უნდა შეხვდე. ამჯერად, „რეალი“ ისევ მთავარი ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ დაკარგეს. შემდეგ მოდიან „იუვე“, „სიტი“, პსჟ, ხოლო მესამე ეტაპზე არიან „ბარსელონა“, „ბაიერნი“ და „ლივერპული“.

რონალდუ უფრო დიდი დანაკლისია თუ ზიდანი? – არმგონია, რომ რომელიმე მწვრთნელი კრიშტიანუზე მნიშნელოვანი იყო. თუმცა, ვფიქრობ, რომ ზიზუმ საგანგებო სამუშაო შეასრულა და ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

იტალიური გუნდები? – „იუვე“ თასის მოგების კანდიდატია. „რომას“ შეუძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა და იმის დამტკიცება, რომ ერთგვარი იტალიური „ლივერპულია“. „ნაპოლი“ და „ინტერი“ უფრო საშუალო დონეზე არიან. ყველა იტალიური გუნდი მერვედფინალში? – გამიხარდება და ეს შესაძლებელია. ყველაზე მძიმე ჯგუფი კი „ნაპოლის“ ერგო. ანჩელოტი ევროპაში პირველი ნომერია. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი გააჩნია. კარლოს ახალი ფაზის გავლა მოუწევს და ყველაფრის დაგეგმვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი მომენტის გავლა საწვავლის გარეშე არ მოუწიოს.

„რომა“ ნაკლებად კონკურენტუნაირიანია? – ვფიქრობ, ყველაზე დიდი დანაკლისი ნაინგოლანი იქნება. თუმცა, მგონია, რომ მონჩიმ საინტერესო სამუშაო შეასრულა, დი ფრანჩესკოს კი დროსთან მოუწევს ჭიდილი. მაგრამ, წელსაც შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება. თუ „რომა“ კარგად იასპარეზებს, ყველაზე მეტად დე როსის გამო გამიხარდება, ერთ-ერთი ვეტერანის, რომელიც ისევ თამაშობს. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და საუკეთესოს ვუსურვებ.

იკარდისთვის ჩემპიონთა ლიგა ნამდვილი გამოცდა იქნება? – არ გვინდა გამოცდაზე საუბარი, თუმცა კარიერაში ახალი ეტაპი ნამდვილად იქნება. თუ 20-21 წლის ზემოთ ფეხბურთელის კარიერაში გამოცდაზე ვსაუბრობთ, მაშინ გზას აცდენილები ვართ.

ჩემპიონთა ლიგის დონე უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატის. ბოლო სამ სეზონში ერთი გუნდი იმარჯვებს. შესაძლოა, ზიდანის „რეალს“ არ ვიხსენიებთ, საკის „მილანის“ ან გვარდიოლას „ბარსელონას“ გვერდით, მაგრამ ზიდანის გუნდს ჰქონდა თავისი სათამაშო სტილი.

„იუვენტუსი“ რა თქმა უნდა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ერთადერთი არაა, მაგრამ დიდ სიმაღლეზე ყოფნას იმსახურებს. ეს „იუვე“ ჩემი პერიოდის გუნდზე ძლიერია? – შეუძლებელია პარალელის გავლება, თუმცა მჯერა, რომ ჯერ კიდევ არ მიუღწევია ლიპის „იუვენტუსის“ დონეზე თავდაჯერებულობის კუთხით. მაშინ ზედიზედ სამჯერ ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ერთადერთი სამწუხარო ისაა, რომ მხოლოდ ერთში გავიმარჯვეთ.

მესის და რონალდუს ისევ ბევრის მიცემა შეუძლიათ ფეხბურთისთვის და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. ასევე ძალიან მაინტერესებს მბაპეს ხილვა. ვფიქრობ, ბევრმა დაივიწყა დიბალა. როდესაც გუნდი სიმყარეს მიაღწევს, მჯერა, ალეგრი გაბედავს იმ სისტემით თამაშს, როგორც ორი წლის წინ. ვამბობ, რომ დიბალას შეუძლია გახდეს ფუნდამენტური მოთამაშე.

როდესაც „იუვენტუსიდან“ მივდიოდი, მქონდა შანსი, რომ „სელტიკში“ გადავსულიყავი. თუმცა, უარი ვთქვი, რადგან ევროპის დატოვება უკვე გადაწყვეტილი მქონდა. სწორედ იმ წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „იუვე“ „სელტიკს“ შეხვდა და მაშინ გავიფიქრე: საბედნიეროდ, „სელტიკში“ არ გადავედი“… მე მესმის ჯიჯის, მაგრამ თუ „იუვე“ პსჟ-ს შეხვდება მის წინააღმდეგ ვიქნები.

მარკიზიო? – ვიცი, რასაც გრძნობს და ზედმეტი სიტყვები საჭირო არაა. ის ჩემს თვალწინ გაიზარდა და გამარჯვების სურვილი ისევ გააჩნია, თუნდაც ჩვენს გუნდში აღარ თამაშობდეს. ვამაყობ, რომ 10 ნომერი ჩემს საპატივცემულოდ აირჩია.

„ანტი იუვე“ „ინტერი“ იქნება? – ამაზე საუბარი ნაადრევია. მაგრამ, სეზონის მიმდინარეობისას „ბიანკონერისთვის“ ყველაფერი ადვილი არ იქნება. არ უნდა ჩამოვწეროთ „მილანი“, რომელსაც დიდი ნახტომი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ მე ძალიან მომწონს. მალდინი ჩემი მეგობარი და შესანიშნავი ადამაინია. მისი ფეხბურთში დაბრუნებით მხოლოდ „მილანი“ არ მოიგებს.

იტალიის ნაკრები? – საჭიროა ამ მომენტის პესიმიზმის და გაზვიადების გარეშე დაძლევა. მანჩინის და ფეხბურთელებს ნდობა სჭირდებათ, თუნდაც პოზიტიური მომენტები ცოტა იყოს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ნიჭიერი ფეხბურთელების განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

ლეონარდო ბონუჩი: “ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ …